პარლამენტში დღეს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება.

09:07 12-03-2018
პარლამენტში დღეს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება.
საკითხის განხილვა ერთდროულად რამდენიმე კომიტეტში იგეგმება. რეფორმაში არსებული კორუფციის საფრთხეებზე საუბრობს ოპოზიცია.„ეს რეფორმა არის მოტყუება დღევანდელი პენსიონერებისაც და მომავალი პენსიონერებისაც. იმიტომ, რომ არანაირი რეალური დანაზოგი, რომ უზრუნველყოს ადამიანმა საკუთარი პენსიით, ამ საპენსიო სქემიდან არ გამოვა. ეს გაზრდის უმუშევრობას ახალგაზრდებში და მათთვის ძალიან მძიმე ტვირთი იქნება,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.„ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, არ არსებობს გარანტია , რომ მოსახლეობის თანხა დაცული იქნება და კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ.„ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუჭერს მხარს ამ კანონპროექტს, ვინაიდან ის შეიცავს დიდ რისკებს. ზრდის საგადასახადო ტვირთს, გარდა ამისა იმდენად მწირია დანაზოგები, რომ მისი რეალური შედეგი 20 ან 40 წლის შემდეგ, რაც არის ნავარაუდევი იქნება ძალიან მცირე,“-აცხადებს რომან გოცირიძე.
წაკითხულია 336-ჯერ