ჟენევის ფორმატი თავიდანვე არაეფექტური იყო- სოზარ სუბარი

09:04 12-03-2018
ჟენევის ფორმატი თავიდანვე არაეფექტური იყო- სოზარ სუბარი
ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, მოლაპარაკებებში ჩართულია ყველა ოფიციალური უწყება.არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გამოცემას უკვე მე-18 დღეა ოჯახის წევრები უშედეგოდ ელიან.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სამსახური მუშაობენ ამ საკითხზე. ყოველდღიური კონტაქტები არსებობს და უფრო მეტ დეტალებზე ამ წუთში არ ვილაპარაკებ. უნდა ვისაუბროთ ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე, იმიტომ, რომ ჟენევის ფორმატით თავიდანვე მე ვფიქრობ არაეფექტურად იქნა ჩაფიქრებული თუ განხორციელებული. საჭიროა რომ უფრო მაღალი დონის იქნას შეხვედრა. ქვეყნის პირველი პირების დონეზე იქნებოდა სასურველი,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.
წაკითხულია 567-ჯერ