ევროპარლამენტარის შეფასებით, ,,ეს საქმე ცალსახად პოლიტიკურია და ევროკავშირმა მიხეილ სააკაშვილის უფლებები უნდა დაიცვას''

14:49 13-02-2018
ევროპარლამენტარის შეფასებით,  ,,ეს საქმე ცალსახად პოლიტიკურია და ევროკავშირმა მიხეილ სააკაშვილის  უფლებები უნდა დაიცვას''
ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის აზრით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება არადემოკრატიული ფორმით მოხდა,  ეს საქმე ცალსახად პოლიტიკურია და ევროკავშირმა მისი უფლებები უნდა დაიცვას. 
 
"მე გამოვხატავ ჩემს პერსონალურ დამოკიდებულებას, რომ ეს იყო ძალიან არადემოკრატიული ფორმა უკრაინული მხარის მხრიდან. ახლა არის პრობლემა პოლონეთისთვის, ევროკავშირისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ადამიანის უფლება და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ პროსააკაშვილისეული პოლიტიკური ჯგუფები ან პარტიები, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავიცავთ და უნდა დავიცვათ ყველა ადამიანის უფლებები, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით. ეს არის უკრაინის მოქალაქეობასთან დაკავშირებული ისტორიის გაგრძელება, ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ და რეაქცია იქნება ევროპის პარლამენტში", - განაცხადა მამიკინსმა.
 
თუ როგორი იქნება რეაგირება, მამიკინსის თქმით, ეროპარლამენტის დეპუტატების გადასაწყვეტია, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ისინი გამოხატავენ სოლიდარობას და შეშფოთებას მომხდართან დაკავშირებით.
 
პოლიტიკურს უწოდებენ საქართველოს ექს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან რეადმისიის საქმეს  მისი ადვოკატები. ისინი  დღეს კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ, რომელშიც მოითხოვენ სააკაშვილის გაძევებისას საიმიგრაციო სამსახურის, მესაზღვრეებისა და შსს-ს ქმედებები უკანონოდ გამოცხადდეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განუცხადა.
 
 
„დღეს ჩვენ შეგვაქვს სარჩელი კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში ყველა სამსახურის წინააღმდეგ, რომელიც სააკაშვილის უკანონო გაძევებაში მონაწილეობდა. მოპასუხეები უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახური და შსს იქნებიან“, - განაცხადა ჩერნოლუცკიმ.
წაკითხულია 469-ჯერ