მიხეილ სააკაშვილი - პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოვითხოვ

12:44 13-02-2018
მიხეილ სააკაშვილი - პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოვითხოვ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოითხოვს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ NewsOne-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.მისი თქმით, პოლონეთის შს სამინისტროში მას ჰკითხეს, აქვს თუ არა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის სურვილი.„მე მათ ვუპასუხე, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოვითხოვ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.გუშინ უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან პოლონეთში რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე გააძევა. 
 
წაკითხულია 415-ჯერ