უღირსი ანგარიშსწორება პოლიტიკურ ოპონენტთან - ასე აფასებს იულია ტიმოშენკო მიხეილ სააკაშვილის დაკავებას

20:52 12-02-2018
უღირსი ანგარიშსწორება პოლიტიკურ ოპონენტთან  - ასე აფასებს იულია ტიმოშენკო მიხეილ სააკაშვილის დაკავებას
იულია ტიმოშენკომ პეტრო პოროშენკოს მისამართით გაკეთებულ   განცხადებაში უმკაცრესი შეფასება მისცა უკრაინის ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და ქვეყნიდან  მის შესაძლო გაძევებას ( განცხადება გაკეთდა სააკაშვილის დაკავებიდან ხუთ წუტში ანუ როცა იგი ჯერ კიდევ არიყო ქვეყნიდან დეპორტირებული)   და კატეგორიულად მოითხოვა ამ უღირსი ანგარიშსორების შეჩერება.
 
განცხადებასი, რომელუც  პარტია ,,ბატკოვშცინა'' პრესსამსახურის საინფორმაციო გვერდზეა გამოქვეყნებული, ტიმოშენკო აცხადებს: 
 
,,პეტრო ალექსანდროვიჩ, ჩემთვის აშკარაა, რომ ეს მოხდა თქვენი პირადი განკარგულებით, სხვაგვარად არავინ წავიდოდა  უკრაინისთვის სამარცხვინო და დამამცირებელ ასეთ ნაბიჯზე'. სახელმწიფოს ხელმძღვანელი ერისთვის ს პირველ რიგში ღირებულია თავისი პირადი მარალი ზნეობიტ, სულიერებითა და თავისი საქციელის შედეგების წინასწარგანჭვრეტით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, აღიქმებით ქვეყნის სახესთან ერთობლიობაში . ნუ დაარღვევთ ზოგადსაკაცობრიო პრინციპებს და ნუ დაამცირებთ უკრაინას უღირსი ანგარიშსწორებით ჩვენი  ქვეყნის  მეგობართან, , საქართველოს  პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან''.
 
ტიმოშენკომ მოუწდა პოროშენკოს,,დაუყოვნელივ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და თავი ანებოს და დაასვენოს ის და მისი ოჯახი''  .
 
 
 
 
 
წაკითხულია 320-ჯერ