დავით საყვარელიძე ჯერჯერობით არ ადასტურებს რუსული მედიის ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე გადააფრინეს პოლონეთში

19:44 12-02-2018
დავით საყვარელიძე ჯერჯერობით არ ადასტურებს  რუსული მედიის ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე გადააფრინეს პოლონეთში
რუსული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი დროით 16:00 საათზე კიევიდან პოლონეთის მიმართულებით გაფრინდა. 
 
ინფორმაციას ტელეარხი ТСН თავის  წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა მხარდამჭერებთან ერთად ბორისპოლის აეროპორტში მყოფი დავით საყვარელიძე ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.   
  
არ ადასტურებს ამას არც უკრაინული მედია,თუმცა დანამდვილებით იუწყება, რომ იუკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში დეპორტირებას აპირებს.
 
პოლონეთისკენ უახლოესი რეისი ჯერ არ განხრციელებულა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მიხეილ სააკაშვილი სპეციალური რეისით ან,   უფრო,  ვერტმფრენით გადააფრინეს.
წაკითხულია 601-ჯერ