,,პოროშენკო აგონიაშია. მას უკრაინიდან ჩვენი ლიდერის გაძევების მცდელობა არც ამჯერად გაუვა''. - აცხადებენ სააკაშვილის მხარდამჭერები

18:05 12-02-2018
,,პოროშენკო აგონიაშია. მას უკრაინიდან ჩვენი ლიდერის გაძევების მცდელობა  არც ამჯერად გაუვა''.  - აცხადებენ  სააკაშვილის მხარდამჭერები
,,უკრაინსკაია პრავდას''  ცნობით, პოტროშენკოს რეჟიმი შეეცდება უახლოეს საათებში მოახდინოს პრეზიდენტ სააკაშვილის დეპორტირება ევროპის რომელიმე ქვეყანაში.
ნიადაგი სასამართლოებში მომზადებულია და დეპორტაციის პროცედურას ერთ საათზე მეტი არ დასჭირდება. 
ადრე გენპროკურრი აცხადებდა, რომ არსებობს სააკაშვილის უკრაინიდან დეპორტირების რამდენიმე ვარიანტი, ყველაზე რაელურია მისი გადაგზავნა ნიდელანდებში, რომლის ხელისუფლებამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ მზად არის მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.
 პროკურორის თქმით, განიხილებოდა სხვა ვარიანტიც - მიხეილ სააკაშვილისთვის არჩევანის მიცემა გაემგზავროს იმ ქვეყანაში, რომელსაც იგი აირჩევს უკრაინის საზღვრების დატოვების შემდეგ - ეს  შეიძლება იყოს პოლონეთი, რომელიც ასევე მზად არის მიიღოს იგი. 
გენპროკურორი დასძენს, რომ განიხილებოდა სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში ამ ქვეყნის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ იგი  არ ისურვებდა სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემას. 
 
ამასობაში კი კიევში მდებარე რესტორან „სულუგუნში“ მიხეილ სააკაშვილის დაკავების დეტალებზე საუბრობენ. როგორც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ რესტორნის ადმინისტრაციამ განუცხადა, მათ დაწესებულებაში რამდენიმე ნიღბიანი პირი შეიჭრა, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და რესტორნის ტერიტორია დატოვეს. 
 
„სააკაშვილი და კიდევ ხუთი პირი ერთად სადილობდნენ რესტორნის მეორე სართულზე, როდესაც ნიღბიანი პირები შემოიჭრნენ, ავტომატებით. ის უცებ დააკავეს“, - განაცხადა რესტორანის ადმინისტრატორმა. 
 
მისი თქმით, ყველაფერი სამი წუთის განმავლობაში მოხდა და მიხეილ სააკაშვილის გარდა სხვა არავინ დაუკავებიათ.
 
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, სააკაშვილი დეპორტაციის მიზნით დააკავეს. „ეს მეტყველებს იმაზე, რომ მთავრობას ქვეყნიდან მისი უკანონოდ დეპორტირება სურს. გვაქვს ორი ავტობუსის ფოტო, რომლებიც იმ რესტორანთან მოვიდნენ, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა. ყველაფერი ეს ქვეყნიდან სააკაშვილის უკანონო დეპორტირების სურვილზე მეტყველებს“, - განაცხადა ჩერნოლუცკიმ.
 
მისი თქმით, უცნობია კონკრეტულად ვინ გაიტაცა სააკაშვილი, ვინაიდან ამ ადამიანებს საბუთები არ წარუდგენიათ. „ახლა მთავარია იმის გარკვევა, თუ ვინ გაიტაცა სააკაშვილი და რის საფუძველზე მოხდა ეს“, - დაამატა ჩერნოლუცკიმ. 
 ამ წუთებში  სააკაშვილის მხარდამჭერები, რომლებიც კიევის ცენტრში იკრიბებიან, სხვაგვარად არიან განწყობილნი და აცხადებენ, რომ არ აპირებენ თავიანთი ლიდერის ასე მარტივად დათმობას.  
,,პოროშენკო აგონიაშია. მას სააკაშვილის გაძევების უკრაინიდან არც ამჯერად გაუვა''.  - დარწმუნებული არიან სააკაშვილის თანაგუნდელები.  


 

წაკითხულია 101-ჯერ