მიხეილ სააკაშვილი: მე მაინც ჩამოვალ. ოლიგარქების შეთანხმების არ მეშინია. არ ვაპირებ, ქვეყანა პუტინს დავუთმო…

12:48 06-09-2017
მიხეილ სააკაშვილი:  მე მაინც ჩამოვალ. ოლიგარქების შეთანხმების არ მეშინია. არ ვაპირებ, ქვეყანა პუტინს დავუთმო…
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელემაუწყებლობა NewsOne-ს ინტერვიუ მისცა. მან მის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ყველაფერი პუტინის დავალებით ხდება და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ასრულებს.
 
“უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალური უარი უთხრა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რადგან ეს საქმეები პოლიტიკურია და ამის შესახებ ძალიან დიდი დოკუმენტი შეადგინა.  ოლიგარქების შეთანხმების არ მეშინია. მათ ჰგონიათ, რომ შემეშინდება. ჯერჯერობით კი შეშინებულები ისინი არიან. მე მაინც ჩამოვალ უკრაინაში, რადგან უკრაინელ ხალხს დავპირდი, რომ ჩამოვიდოდი. მე ბარიგების მხარეს არ დავდექი. პოროშენკომ, თავისი პიარისთვის ჩემი გამოყენება და მერე მოშორება გადაწყვიტა.
 
არ ვაპირებ, ქვეყანა პუტინს დავუთმო… ნახეთ რუსული ტელეარხები და ყველაფერი ცხადი იქნება, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. პოროშენკოს უნდა რცხვენოდეს, რომ იგი პუტინს მოელაპარაკა და პუტინის საქმეებს თავისი ხელით აკეთებს, როდესაც პუტინი ჩვენს ჯარისკაცებს ესხმის თავს და მათ ხოცავს.
 
იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ხალხი სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, მათი მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს. მე ხალხის დახმარება მჭირდება, რათა ისინი მე დამეხმარონ. მე ხალხთან დავრჩი და იმედი მაქვს, ხალხიც დარჩება ჩემთან”, – აცხადებს სააკაშვილი.
 
გუშინ კი საქართველოს ხელისუფლებამ  უკრაინას ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა.
წაკითხულია 1379-ჯერ