მიხეილ სააკაშვილი: ,,მე გიჟი არა ვარ’’ - ინტერვიუ Die Zeitი - სთვის

18:49 02-02-2018
მიხეილ სააკაშვილი: ,,მე გიჟი არა ვარ’’ - ინტერვიუ Die Zeitი - სთვის
მიხეილ სააკაშვილი: ,,მე გიჟი არა ვარ’’ - ამ სათაურით აქვეყნებს გერმანული ავტორიტეტული  გამოცემა Die Zeit - ი   ვრცელ ინტერვიუს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან და უკრაინული ოპოზიციის ლიდერთან.  მას კიევში  ესაუბრა ჟურნალისტი შტეფან დობერტი.
,,ოდიში  ნიუსი’’ გთვაზობთ ინტერვიუს სრულ თარგმანს.  
 
საქართველოს დევნილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  კიევში ახლა უკვე უპასპორტოდ ცხოვრობს და,  მუქარების მიუხედავად,  ქვეყნის დატოვებაზე უარს ამბობს.  
მიხეილ სააკაშვილი უკვე თითქმის სამი წელია ცდილობს  დაეხმაროს უკრაინას რეფორმირებაში. 2014 წლის დასაწყისში იგი მხარს უჭერდა ევრომაიდნურ რევოლუციას უკრაინაში, საქართველოში მისი პრეზიდენტობის ორი ვადის ამოწურვის შემდეგ,  2013 წელს, იგი ვეღარ იყრიდა კენჭს პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით, იგი, როგორც ცნობილი რეფორმატორი,   პოროშენკოს მიწვევით უკრაინაში ჩავიდა. სააკაშვილს, რომელმაც განათლება უკრაინაში მიიღო,  უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის ძველი მეგობარს  უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და .  ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. ამდენად, ,  სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუხდა. ოდესაში მისი მთავარი ამოცანა იყო ბრძოლა კორუფციასთან. 
მაგრამ 2016 წლის დამლევს პოროშენკოსა და სააკაშვილის მეგობრობა  თვალსა და ხელს შუა ჩამოიშალა. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა კორუმპირებულობაში დააადანაშაულა, კონფლიქტი მათ შორის უკიდურესად გამწვავდა. აშშ- ში ვიზიტად მყოფ სააკაშვილს პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა წაართვა, უკრაინაში  შესვლა აუკრძალა და  საქართველოს ხელისუფლებასთან მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხის განხილვას შეუდგა.  სააკაშვილმა უარყო მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება, არად ჩაააგდო პოროშენკოს აკრძალვები, უკრაინაში დაბრუნდა და პრეზიდენტის მხილება  განაგრძო. 
მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად 50 წლისაა, ბრალად ედება უკრაინაში სახელმწიფო  გადატრიალების მომზადების მცდელობა,  განუწყვეტლივ უწევს სიარული სასამართლო პროცესებზე, ამასთან, თავის მხრივ, მასაც  აქვს შეტანილი სარჩელი უკრაინის სასამართლოში მიხეილ პოროშენკოს წინააღმდეგ, რათა  დაიბრუნოს უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უსაფუძვლოდ წაართვეს. 
 
- ბატონო მიხეილ, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ თქვენი პოლიტიკური მისია უკრაინაში ჩავარდეს?
სააკაშვილი:   დარწმუნებული ვარ, რომ ოლიგარქების ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე წლის ბოლოსთვის შეიძლება ჩამოიშალოს, ვისურვებდი ეს მოხდეს ვადამდელი არჩევნების გზით. მე არ ვესწრაფვი უკრაინის პრეზიდენტობას, ჩემი ბრძოლის მიზანია რეალური გარდაქმნების განხორციელება.
- თქვენ უკვე იყავით  პრეზიდენტი საქართველოში მთელი ცხრა წლის მანძილზე. რას ფიქრობთ უკრაინის მომავალზე? 
სააკაშვილი: უკრაინა უმსხვილესი ქვეყანაა ევროკავშირსა და რუსეთს შორის რეგიონში. აქ მიმდინარეობს ბრძოლა დემოკრატიული მომვალისათვის. ეს არის ჩემი ბრძოლის მიზანი. კიევი ჩემთვის მშობლიური სახლივითაა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ჩამოვედი აქ სასწავლებლად. როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში ოლიგარქებმა შეძლეს სასამართლო სისტემით მანიპულირება,  ზეგავლენა მოახდინეს არჩევნებზე... მათ ბევრი ფული აქვთ, ამიტომ გადაწყვეტილებებს ყიდულობენ.  
- საქმეს ისეთი პირი არ უჩანს, რომ შეძლოთ ხელისუფლებისთვის ბრძოლა მოუგოთ თქვენს ყოფილ მეგობარს პეტრო პოროშენკოს. სავარაუდოდ, მალე მოხდება თქვენი დეპორტირება საქართველოში.
სააკაშვილი:  ჩემი დაბრუნება მშობლიურ ქვეყანაში, თუნდაც არა როგორც დაკავებულისა, უცილობლად გამოიწვევს იქ არეულობას. ქართველების დიდი ნაწილი არ ამართლებს  ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან ჩემი დევნის პოლიტიკურ მოტივებს 
- საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  და პოროშენკო შეთანხმებული არიან თქვენს ექსტრადიციაზე.  ქართული სასამართლოს განცხადებით, თქვენ საქართველოში მომხდარი მკვლელობის საქმის თანამონაწილე ხართ. 
სააკაშვილი:  ადამიანები, რომელნიც საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა არჩევნებში  ჩემი გუნდის დამარცხების შემდეგ. ცდილობენ შური ძიონ ჩემზე. აი, რატომ შეამოწმეს ჩემი საბანკო ანგარიშები, ეძებდნენ ფარულ ვილებს, ჩემს არარსებულ ანგარიშებს   ოფშორულ ზონებში გადამალულ,  გადაუხდელ გადასახადებს.  მაგრამ საბოლოო ჯამში, როცა  ვერაფერი იპოვეს, ბრალი კანონის დარღვევაში დამდეს.
 
- თქვენ გაბრალებდნენ თანამონაწილეობას ყოფილი ბანკის მოხელის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში.
სააკაშვილი:  რა  სისულელეა. მე არანაირი შეხება არ მქონია გირგვლიანის მკვლელობასთან, ამაში არც არავის დავუდანაშაულებივარ. საუბარია შეწყალების უფლებაზე, რომელიც გამოვიყენე როგორც საქართვლოს პრეზიდენტმა. თუმცა ეს ბრალდება მოულოდნელად თავად შეუბრუნდათ უკან როგორც ფაქტი პრეზიდენტის კანონიერი უფლების -  შეწყალების უფლების შეზღუდვისა, რაც მათი მხრიდან  ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას  წარმოადგენს.  და აი, ბარგი შეკრული მაქვს ციხეში ჩასჯდომად სამწლიანი ვადით. ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით.  მე საერთო ჯამში შევიწყალე 133 ყოფილი სამხედრო მოსამსახურე , როგორც პრეზიდენტს, ამის სრული უფლება მქონდა. მაგრამ ხომ უნდა დავესაჯეთ რაიმესათვის? 
 
- არ გშინებთ საქართველოში თქვენი შესაძლო ექსტრადიცია ? 
სააკაშვილი:  ეს რისკიანი ნაბიჯი იქნება პოროშენკოსთვის - პრობლემები მას  ისედაც თავზე საყრელადა აქვს უკრაინაში.
 
- მაგრამ იქნებ გადაჭარბებით აფასებთ თქვენს შესაძლებლობებს? საერთო ეროვნული გამოკითხვით, უკრაინელების ათი პროცენტი პოროშენკოს უჭერს მხარს, პოპულარული პოლიტიკოსების რეიტინგში   მეორე ადგილზე მყოფთა მხარდამჭერების რიცხვი კი 7, 3 პროცენტს არ აღემატება. 
სააკაშვილი: 2017 წელს უკრაინის ქუჩებში არანაკლებ 50 ათასი კაცი გამოვიდა კორუფციის წინააღმდეგ. ეს ჩემი მხარდამჭერებია.  
 
- მაგრამ 2016 წლის ნოემბერში თქვენ უარი თქვით ოდესის გუბერნატორობაზე და ახლა არ გიჭირავთ რაიმე პოლიტიკური პოსტი. 
სააკაშვილი: როცა უკრაინაში დავიწყეაქტიური ოპოზიციური საქმიანობა,  ითქვა,  რომ ჩემს პოლიტიკას ერთ პროცენტზე ნაკლები უჭერს მხარს, ამ დროისათვის კი  ჩვენ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოვადგენთ პოლიტიკურ ლანდშაფტში. ჩემი პარტია ახლაც იოლად მოხვდებოდა უკრაინის პარლამენტში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მე პერსონალურად ვერ ვიყრი კენჭს. 
 
- გარედან მაყურებლისთვის ისე ჩანს, რომ თქვენს შორის ბრძოლას პროშენკო მოიგებს. ის პრეზიდენტია. თქვენ კი პასპორტიც კი არა გაქვთ. 
სააკაშვილი: პოროშენკოს ხელში ჯერკიდევ რჩება საპარლამენტო უმრავლესობა თავისი პარტიით, მაგრამ მის პოლიტიკას არა  აქვს  ხალხის მხარდაჭერა პარლამენტს გარეთ, ქუჩებში. ვერცერთი ხელისუფალი ვერ შეძლებს დიდხანს მართოს ქვეყანა ასე მცირე მხარდაჭერის პირობებში და მას ხელიდან ეცლება ძალაუფლება, თუმცა კი ასე არ ჰგონია და თავს იიმედებს იმით, რომ აკონტროლებს  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, პარლამენტს, სასამართლოებს. ასე დაემართა  მის წინამორბედს ვიქტორ იანუკოვიჩს და იანუკოვიჩის წინამორბედს ლეონიდ კუჩმას. 
 
- იანუკოვიჩს ვერ იტანდა უკრაინელების უმრავლესობა, ამასთან იმდენად, რომ ამას 2013 წლის რევოლუცია მოყვა და პრეზიდენტი იძულებული გახდა რუსეთში გაქცეულიყო. როგორ შეადარებდით ახლანდელ სიტუაციას მაშინდელთან ?
სააკაშვილი: იანუკოვიჩი სძულდათ ქვეყნის დასავლეტში, მაგრამ ზოგიერთ რეგიონში მას მხარდაჭერა ჰქონდა. ამასთან მხარში ედგა ლოალურად განწყობილი ოლიგარქების დიდი ჯგუფი. ასეთი ოლიგარქები პოროშენკოსაც ჰყავს, მაგრამ ისინი საზოგადოდ და მის მიმართაც არც ისე საიმედონი არიან . რაც მთავარია, პოროშენკო ხალხს პირდებოდა ევროკავშირთან დაახლოებას, მაგრამ არ შეასრულა ეს პირობა.
 
- პოროშენკო აქამდე რჩება უკრაინის არჩეულ პრეზიდენტად, რომელსაც  ევროკავშირმა და აშშ- მ დაუჭირა მხარი.  
სააკაშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და ევროკავშირმა უკრაინას გაუყინა ფინანსური მხარდაჭერა, რადგან რეფორმები ქვეყანაში ერთ ადგილზეა შეჩერებული და არ იძვრის. ზოგიერთი რეფორმა დამუხრუჭებულია იმის გამო, რომ წინაარმდეგობაში მოდს პოროშენკოს პირად ინტერესებთან. პოროშენკოს - ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს - ჰქონდა არჩევანი: ან მოხვედრილიყო ფორბსის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში, ან შესულიყო თანამედროვე უკრაინის ისტორიაში, როგორც ღირსეული  პოლიტიკოსი. და მან მილიონერთა სიაზე შეაჩერა არჩევანი.
  
- და იმას რა ვუყოთ, რომ არსებული ხმებით თქვენც ოლიგარქი გაფინანსებთ? 
სააკაშვილი: მე არა მყავს ოლიგარქი. და თუ მყავს, სად არის ფული? ყველაფერი, რაც აქამდე გაგვიკეთებია უკრაინაში, კეთილსინდისიერად იყო გაკეთებული. ჩვენი დემონსარაციების ორგანიზებას ფინანსურად 50 -მა მოხალისემ შეაშველა ხელი მცირედი თანხებით. ჩვენ სულ ერთი პარტიული ოფისი გვაქვს კიევში და არანაირი სხვა რამდენადმე ღირებული შენობა. ჩვენ, რა თქმა უნდა,  არა გვყავს ხელფასიანი თანმშრომლები, არა გვაქვს ხელმისაწვდომობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, რომელთა ყიდვას ფულით შევძლებდით. ჩვენ არა გვაქვს ფული მასობრივი კამპანიების ჩასატარებლად. ფული არა გვაქვს  ნორმალური სადაგი პარტიული მუშაობისთვისაც კი. 
 
- კრიტიკოსები ყიჟინებენ,  რომ განდიდების მანიით ხართ შეპყრობილი. 
სააკაშვილი: ეს არაერთხელ მსმენია. მაგრამ მე გიჟი არა ვარ. უბრალოდ უცხო ფრინველობა რომ მსურდეს  და ვხალისობდე,  სხვა გზას მოძებნიდი. მაგრამ მაშინ ამდენი ადამიანი არ აღმიქვამდა  სერიოზულად. 
 
- ანუ სცენარი თქვენია, თქვენ თავად გაწერეთ თქვენი როლი...
სააკაშვილი: თუ უკრაინამ შეძლო  გარღვევა სამართლინობის და დემოკრატიის მიმართულებით, ეს აისახება მთელ რეგიონზე. ამიტომ არის ეს ჩემთვის სასიცოცხლო ბრძოლა და ცხოვრების  მიზანი. მე ბოლომდე უნდა ვიბრძოლო.
 
- მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება ცუდად დამთავრდეს თქვენთვის.
სააკაშვილი: გასულ კვირას ურაინის ხელისუფლებამ უცხოეთის ელჩებს შეატყობინა, რომ ამიერიდან ჩემთვის უკრაინაში ყოფნა უსაფრთხო არ არის. ერთნი ამბობენ, რომ რომელიღაც რადიკალურ ჯგუფს ჩემი მოკვლა აქვს განზრახული,  მეორენი ხელს  იშვერენ რუსეთის სპეცსამსახურებისკენ, რომელთაც თითქოს ასევე ჩემი მოკვლა აქვთ  დაგეგმილი. ამ ინფორმაციის მიზანი ერთია: საააკაშვილი თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს და თავად გადაიხვეწება  აქედან. მე კი, პირიქით, ახლა უფრო არ ვტოვებ კიევს.  
 
- რატომ აკეთებთ ამას? შარშან, როცა უკრაინის პასპორტი გქონდათ და ჩამოგართვეს,  თქვენ აშშ - ში იმყოფებოდით. მათ არც სჭირდებოდათ თქვენს მოსახელთებლად თქვენი უკრაინაში ჩამოსვლა.
სააკაშვილი: გადაწყვეტილება ჩემი ქვეყანაში არყოფნისას იქნა მიღებული, პრეზიდენტის ოფისში და პასუხისმგებლობა უშუალოდ პოროშენკოს ეკისრება. მე ამის შესახებ აშშ- ში, მედიიდან შევიტყვე. 
 
- რატომ არ დარჩით შეერთებულ შტატებში?
სააკაშვილი:  მე ამერიკაში  სამუშაო ვიზით ვიყავი წასული და რამდენიმე შემოთავაზება მქონდა იქ სამუშაოდ დარჩენის თვალსაზრისით.  მაგრამ  არ შემიძლია შეზლონგზე ვიკოტრიალო ამერიკაში და შორიდან ვუყურო, როგორ ინგრევა უკრაინა.
 
- და რას გახდებით? თქვენ ხომ უკვე უკრაინის მოქალაქეც კი აღარა ხართ? 
სააკაშვილი: მე უკვე საქართველოს მოქალაქეც აღარ ვარ და ახლა,  როცა უკრაინის მოქალაქეობაც ჩამომართვეს, მოქალაქეობის არმქონე პირი აღმოვჩნდი. ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა. მე,  ევროპის სახელმწიფოს  ყოფილი პირველი პირი თითქმის ათი წლის მანძილზე, ახლა ვარ    პირველი მოქალაქეობის არმქონე პირი ყოფილ სახლმწიფო მეთაურთა კატეგორიაში. პასპორტი ცავაბარე და ერთადერთი, რაც დავიტოვე, არის ბინადრობის უფლება უკრაინაში. მაგრამ მე ვერ შევძლებ ამ საბუთით შევიძინო  მატარებლის ან თვითმფრინავის ბილეთიც კი. 
- თქვენ ოჯახი გყავთ, შვილები. როგორ უძლებენ ისინი ამ სიტუაციას?
სააკაშვილი:  ნერვიულობენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი ვაჟი ამაყობს ჩემით და ჩემი საქმეებით. ჩემი მეუღლე ნიდერლანდებში ცხოვრობს, მაგრამ ხშირად ჩამოდის ჩემთან, კიევში  და გვერდში მიდგას. 
 
- რას აპირებთ, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას დაგატოვებინოთ კიევი?  
სააკაშვილი: ამას მაშინ  გადავწყვეტ, თუ სასამართლომ ჩემს მიმართ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მანამდე ბოლომდე უნდა მივიყვანო  სასამართლო პროცესები. ახლა სარჩელი მაქვს შეტანილი და მოვითხოვ  დამიბრუნონ უკრაინის მოქალაქეობა. გადაწყვეტილება ჩემთვის უკრაინული  პასპორტის ჩამორთმევის შესახებ   ეწინააღმდეგება უკრაინის  კანონებს და საერთაშორისო სამართალს -   პროცედურა პოლიტიკურად იყო მოტივირებული. 
 
- როგორ შეძებთ ამის დამტკიცებას? 
სააკაშვილი: მათ ჩემი ხელმოწერაც კი გააყალბეს.  ფორმაზე , რომელსაც თითქოს მე მოვაწერე ხელი, რომ  ჩემი უკრაინული იდენტიფიკატორი მიმეღო, ჩემი ხელმოწერა არ არის. სხვისია.  ამის დამტკიცება პრობლემა არ არის. 
 
- და მაინც, რას გააკეთებთ, თუ სასამართლომ არ მიიღო გადაწყვეტილება თქვენს სასარგებლოდ? 
სააკაშვილი: სასამართლო პროცესი უკვე ოთხჯერ გდაიდო. როგორც ჩანს, მათ არ ყოფნით მტკიცებულებები. ერთი ცხადია, მათ უნდათ როგორმე მომიშორონ თავიდან, მაგრამ არ იციან, როგორ გააკეთონ ეს.  მივმართავ ხელისუფლებას: თქვენ არ გინდათ მომისაჯოთ პატიმრობა უკრაინაში,  თქვენ ცდილობთ გამაძევოთ ქვეყნიდან. ჩემი საქმე იქნება მაჩვენებელი იმისა, როგორ მუშაობენ დამოუკიდებლობის არმქონე უკრაინის სასამართლოები რევოლუციის შემდგომ გავლილი ოთხი წლის თავზე.
 
სურათზე: მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე.  ,,როიტერსის'' ფოტო 
 
http://www.zeit.de/politik/ausland/2018-02/michail-saakaschwili-georgien-festnahme-staatenlos-ukraine
წაკითხულია 1254-ჯერ