მიხეილ სააკაშვილი: ჩემი დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიას მიმართ კარგად არის დოკუმენტირებული იმით, რაც მასთან დაკავშირებით გამიკეთებია.

16:17 09-05-2019
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიას მიმართ კარგად არის დოკუმენტირებული იმით, რაც მასთან დაკავშირებით გამიკეთებია.
TV  ოდიშის'' გადაცემა ,,დიალოგის'' სტუმარია საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. იგი საუბრობს წინასაარჩევნო პროცესებზე და ზოგადად  ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, რომლის მთავარი მახასიათებლებია ხელისუფლების  კორუმპირებულობა, ბრძოლა თავისუფალ ბიზნესთან, მომავლის პროექტების დასამარება. მოსახლეობის სრული გაღატაკება და  დამონება, ქვეყნის ორიენტაციის შეცვლა რუსეთის სასარგებლოდ და ქვეყნის საზიანოდ, ,  ბრძოლა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან, თავისუფალ მედიასთან და არჩევნებიში ქართველი ხალხის ნების გათელვა 
 
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პასუხობს ,,TV  ოდიშის'' ჟურნალისტის ნანა ქობალიას კითხვებს. ერთერთი კითხვა ეხება მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის დამოკიდებულებას პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართ.  
 
 
- საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად ქართული ოცნების აქტივისტებმა დაიწყეს პლაკატების გამოკვრა ზუგსდიდში სადაც წერია, რომ თქვენ 1994 წელს რომელიღაც პოლონურ გამოცემას მიეცით ინტერვიუ, სადაც ამბობთ, რომ ზვიად გამსახურდია კავკასიელი ჰუსეინი და დქტატორიიყო. ასევე სანდრა რულოვსს ედავებიან, რომ მან თავის წიგნში დაწერა, რომ ზვიად გასახურდიამ 90 - იან წლებში ბანდიტური დაჯგუფებებს  შექმნა. ფაქტობრივად ეს არის მისდამი ნეგატიური დამოკიდებულების ერთადერთი არგუმენტი ამ წინასაარჩევნოო პერიოდში, სხვა ბრალდებას, ასე ვთქვათ, მას ვერ უყენებენ. თქვენ არაერთხელ გააკეთეთ შესაბამისი კომენტრები,   მათ შორის გუშინ, თქვენს პირად ფეისბუქგვედზეც, მაგრამ, იქნებ,  კიდევ ერთხელ და დეტალურად განარტოთ, რადენად საფუძვლიანია ეს არგუმენტი, რაზეა საუბარი?
 
 
მიხეილ სააკაშვილი: - რა თქმა სხვა ბრალდებებსაც უნად ველოდოთ, იქიდან კიდევ რაღაცეებს გაკეთებენ და ე ს მხოოდ დასაწყისია. შემდეგი 3 – 4 კვირა( თუ მერე ტური გახდა საჭირო) ისეთ ამბავში იქნებიან, რო დედა შვილს არ აიყვანს ხელში. ათასგვარ სხვა ისტორიებს გამოაგდებენ, მაგრამ ეს ახლა არაფერია  იმასთან შედარებით, რასაც სანდრას ედავებიან - კერძოდ იმა, რომ ,  ის თურმე ადამიანებს ორგანოებს ჭრიდა.
 
სანდრამ გადაარჩინა მრავალი ათასი, ათიათასობით  ქართველი ქალის სიცოცხლე მკერდის კიბოს სკრინინგის შემოტანით. ფაქტობრივად მან ამით გადააარჩინა უფრო მეტი ქართველი, ვინც კი ოდესმე ვინმეს გადაურჩენია ამ სფეროში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში.  იმითომ რომ მანამდე მკერდის კიბოს მასობრივი სკრინინგი საქართველოში არ ხდებოდა  და ხალხი არ და ვერ მიდიოდა ექიმთან . უამრავი ადამიანი ჩემს ირგვლივ ამით იღუპებდა. და წარმოიდგინეთ, რამდენად არის გახრწნილი რუსული პროპაგანდა, ივანიშვილის პროპაგანდა, კაგებეშნიკური პროპაგანდა, რომ ამ ადამიანს ცილს სწამებს  იმაში, რომ თურმე    ორგანოებს აცლიდა დაავადებულ ქალებს, სხვებსაც, მათ შორის პატიმრებს და  სადღაც ყიდდა.   და ეს კიდევ სჯერათ იმხარეს მყოფ ადამიანებს. მეტიც. მერე როცა გადავედი უკრაინაში, იქაც დაწერეს, რომ სანდრა დადიოდა დონბასში და იქ მებრძოებს აცლიდა ორგანოებს. 
 
ორგანოების ამოჭრისა და გაყიდვის ამბავი როგორც ადამიანის დისკრედიტაციის მეთოდი ახალიმოგონილი არ არის,ეს მოდის გასულისაუკუნის 70 - იანი წლებიდან, და მოგონილია კაგებეშნიკების მიერ ამერიკელების დისკრედიტაციისათვის, რომელნიც თითქოს ამას აკეთებდნენ ვიეტნამსი.  ეს შემდეგ კაგებეს სახელმძღვანელოდ დადეს და ზოგიერთი ქართველი, ფუილს გამო თუ სრული იგამოჩერჩეტების გამო იმეორებს ამას.
 
მეორე, რაც შეეხება ჩემს ინტერვიუს ზვიად გამსახურდიას შესახებ.
 
ჩემი დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიას მიმართ კარგად არის დოკუმენტირებული იმით, რაც მასთან დაკავშირებით გამიკეთებია.
 
ჯერ კიდევ მაშინ, როცა მოქალაქეთა კავშირი იყო და მე ვიყავი  იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, მე ვიყავი პირველი წარმომადგენელი ხელიუფლებიდან, ვინც დაიწყო დიალოგი ზვიად გამსახურდიაზე და მის მომხრეებზე, საქართველოს ნამდვილ  პატრიოტებთზე. იყო ასეთი პიროვნება - გვარად ფუტკარაძე, ვისაც გავუმართე დისკუსია გაზეთ ,,ახალი თაობის’’  ფურცლებზე, სადაც მაღალი შეფასება მივეცი ზვიად გამსახურდიას ღვაწლს და  მის გვერდით მდგარ ადამიანებს. ნამდვილ პატრიოტებს. (ეს იყო შევარდნაძის პირობებში, შევარდნაძის ზეობის პიკზე, 1996 წელს.  (შეგიძლიათ ამოიღოთ ეს მასალა არქივიდან)
 
ამასთან,  მე ვიყავი პირველი, ვინც ლობირებას უწევდა ზვიადისტების განთავისუფლებას და, მათ შორის, ზვიად ძიძიგურის განთავისუფლებას, რომელიც შემდეგ სრულიად გარეწრულად მოიქცა ჩემს მიმართ და, რაც მთავარია, ზვიად გამსახურდიას მიმართ, დავხვდი მას ციხის კარებთან, იმავე საღამოს გავუმართე ვახშამი  ( დიახ, მე, შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენელმა, რაც არ იყო მარტივი რამ) 
 
შემდეგ, როცა პრეზიდენტი გავხდი,  ჩემი გადაწყვეტილებით ზვიად გასახურდიას მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.
 
მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო ძალიან რთული, რადგან რუსებთან გვქონდა საქმე, ჩვენ უზრუნველყავით ზვიად გამსახურდიას პატივით ჩამოსვენება და დაკრძალვა მთაწმინდაზე, რაზეც მანამდე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა და სრულიად წარმოუდგნელი იყო.
 
აი, ესარის ჩემი დამოკიდებულების დამადასტურებუელი ფაქტები, რაცშეეხება სხვა მხარის ფაქტებს, ერთი ეხება ოთარ ფაცაციას.
 
გამოუშვეს კლიპი, რომელშიც ის მხარდაჭერას უცხადებს ივანიშვილის უსახურ კანდიდატს, ვინმე შენგელიას და აქებს და ადიდებს მას. .
შენგელია  შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, ( მისი გვარი არაფერს მეუბნება მეც),  მაგრამ ოთარ ფაცაცია ხომ ყველამ ვიცით.
 
მინდა შეგახსენოთ, რომ ოთარ ფაცაცია იყო ხუნტის რწმუნებული სამეგრელოში სწორედ იმ პერიოდში,  როცა ზვიად გამსახურდია მოკლეს, როცა ის დაიღუპა ხიბულაში. ხოლო შემდეგ ის დანიშნეს პრემიერ მნისტრად , თუმცა მანამდე იყო სამხედრო საბჭოს, შევარდნაძის წარმომადგენელი ამ ტერიტორიაზე. სხვათა შორის, რომ იცოდეთ,  არცერთი მეგრელი არ დათანხმდა შევარდნაძესთან თანაშრომლობას და როგორც კი ფაცაცია დათანხმდა,  შევარდნაძემ გააქანა და პრენიერ მინისტრად დასვა, რომ როგორმე შეემცირებინა სამეგრელოს წინააღმდეგობა.
 
შემდეგაც, როცა პრემიერ მინისტრი გახდა, ფაცაციას ერთი სიტყვაც არ დასცდენია რეპრესიებზე სამეგრელოში, , ხმა არ ამოუღია ხალხის გადავლაზე. და ესკაცი რომ გყავს დღეს მთავარ მხარდამჭერად რა უნდა ილაპარაკო სხვებზე,  ვის შეედავები. 
 
მე თავის მართლება არ მჭირდება  - ჩემი პოზიცია ზვიად გასახურდიას მიმართ ნთელია, ჩვენ ზვიად გასახურდიასთან გვაკავშირებს მთავარი - ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ჩვენ ვიბრძოლეთ ჩვენი სამშობლოსთვის,  ჩვემ მზად ვართ და ზვიად გამსახურდია მზად იყოდა გასწირა კიდეც თავი სამშობლოსათვის, და ორივეს გვაცხადებენ გიჟებად. ეს მართლა ავადმყოფები დ პუტჩისტები და ხუნტის წარმომადგენლები ორივეს გვაცხადებენ გიჟებად იმიტომ, რომ მათთვის პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული, შენი ხალხის სიყვარული არის სიგიჟე.
 
ამიტომ ის, რასაც მაბრალებს მეორე მხარე,  ამ შემთხვევაში,  ისეთივე წარმოუდგენელია როგორც სანდრას დადანაშაუოება ორგანოებით ვაჭრობაში ის არასოდეს იტყვის საყვედურს, მაგრამ მე უნდა ვთქვა - როცა გაზრდილი ხარ ევროპაში, ძალიან კარგ პირობებში, კარგ, არცთუ უქონელ ოჯახში, როცა ხარ ჩვეუებრივად კარგად აღზრდილი, ახლობლებისთვის ხარ  იდეალური ბავშვი,  ყველას უყვარხარ, ყველა გეფერება და უცებ აღმოჩნდები რაღაც ქვეყანაში, რომელსაც შეიყვარებ და აღიარებ შენს მეორე სამშობლოდ,  და გინდა რაღაც კარგი გააკეთო ამ ხალხისთვის და უცებ ვიღაც გამოდის და ყველაფერ იმის  შემდეგ,  რაც გააკეთე,  გეუბნება, რომ შენ ადამიანებს ორგანოებს აჭრიდი, წარმოგიდგენიათ, რა ტკივილთან არის ეს დაკავშირებული, წარმოიდგინეთ რა  საზიზღარ ვადმყოფობასთან გვაქვს საქმე. როგორ შეიძლება ამ ადამიანებმა რაღაც შექმნან , როცა მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ, ყველაფერი გაააკეონ იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნონ, როგორ შეიძლება მათ რაღაც კარგი გააკეთონ ხალხისთვის, აქედან ამოვიდეთ,  ყველამ გაიაზროს რა ტიპის ხალხთან გვაქვს საქმე და შესაბამისი რეაქცია მოახდინოს, 
 
 
 
 
წაკითხულია 170-ჯერ