ჭყონდიდელი მიტროპოლიტი: ,,უსამართლობის მხარეს ვერ ვიქნებით''

13:27 15-01-2019
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი: ,,უსამართლობის მხარეს ვერ ვიქნებით''
 ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა  მეუფე პეტრემ  ტელეკომპანია პირველის ეთერში  ეკლესიაში მიდინარე პროცესებზე  ისაუბრა 
 
 
უსამართლობის მხარეს ვერ ვიქნებით, უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია უნდა მივულოცოთ 
 
სიფრთხილე საჭიროა მაგრამ, არანაირი წონადობა არ აქვს იმ აზრს, რომ ჩვენ არ დავდგეთ სიმართლის მხარეს და 50 მილიონიან ქვეყანას, რომელმაც ათწლეულები იბრძოლა, რომ ჰქონოდა დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესია და მიაღწია ამას, რომ არ მივულოცოთ და მათი სიხარული არ გავიზიაროთ. ჩვენ როდესაც მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, როცა თვით წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა ავტოკეფალიის საკითხს. შემდეგ გადაიდო. 1917 გამოაცხადეს ჩვენმა თავგანწირულმა ავტოკეფალისტებმა. წმინდა პატრიარქებმა და მღვდელმთავრებმა ეს მოახერხეს. 1943 წლამდე ველოდებოდით, რომ რუსეთის ეკლესია გვაღიარებდა და ის იძულებული გახდა რასაკვირველია, პოლიტიკური ჩარევა იყო იმდროინდელი მმართველის მხრიდან და შემდეგ 1990 წელს მივიღეთ ტომოსი და როგორი ბედნიერება იყო ეს ჩვენთვის და შეუძლებელია ეს სხვისი ბედნიერება არ გავიზიაროთ. მაშინ რუსეთს უნდა მიემსგავსო, რომელიც კაენის მდგომარეობაშია. ძმამ რომ შურით ძმა მოკლა, აი ის მდგომარეობაა, როდესაც გშურს მისი წარმატება. თუ სად რა გავლენაა ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ზოგს მართლა მიაჩნია რომ სიფრთხილეა საჭირო, ზოგს მართლა მიაჩნია რომ აფხაზეთში შეიქმნება პრობლემები, ამას ვერ ვიტყვით, გამოჩნდება. მაგრამ მთავარია, რომ საბოლოო ჯამში სიმართლე იზეიმებს და ჩვენ უსამართლობის მხარეს ვერ დავდგებით. გამორიცხულია, არ არსებობს. მითუმეტეს ასეთი ინტერესია საერო საზოგადოების მხრიდან და მადლობა ღმერთს ეს არის გარდაუვალი. იმიტომ რომ ეს არის სამართლიანობა, რომ უკრაინას აქვს, როგორც მას უკვე მოიხსენიებენ, უკრაინის უწმინდესი ეკლესია. ავტოკეფალური, დამოუკიდებელი ეკლესია.    ”
 
 
 
სინოდის სხდომა დღეები, კვირეები უნდა გრძელდებოდეს, რომ ვინმეს სათქმელი არ დარჩეს
 
უსამართლობას ჩვენ უნდა ვებრძოლოთ, უზნეობას და ფარისევლობას. ფარისევლობას, რომელმაც ქრისტიანობა ქრისტეს ჯვარცმამდე მიგვიყვანა. აი ეს უნდა იყოს მხილებული. ხომ ხედავთ რამდენი წელი გავიდა და საქართველო დღემდე რა მდგომარეობაშია. რამ მიგვიყვანა ამ აგრესიამდე. უსამართლობამ მიგვიყვანა, რომ სამართლის განცდა არ არის. პირველ რიგში ეკლესიაში უნდა მოხდეს. კანონიკური სამართალი გვაქვს ჩვენ. ამაზე უკეთესი სამართალი არ არსებობს. უნდა დავსხდეთ და ახალ კანონებზე ვიფიქროთ, როგორც ეს დავით აღმაშენებლის დროს მოხდა რუის ურბნისის ძეგლის წერა და დღემდე ამ კანონებით ვმოქმედებთ. ან უნდა მივიღოთ ახალი კანონები და იყოს კანონის უზენაესობა, როგორც უნდა იყოს ერში ისე ეკლესიაში. ან აუცილებლად მივდივართ, ღმერთმა ნუ ქნას და არეულობამდე. სინოდიდან სინოდამდე კათალიკოს პატრიარქი მართავს ეკლესიას დებულების თანახმად და სინოდი, რომელიც მხოლოდ 2-3 საკითხისთვის წელიწადში ორჯერ იკრიბება. თუმდაც ბოლო წლებს თუ გადავხედავთ. მე მიმაჩნია, რომ როცა პასუხგაუცემელი შეკითხვებია, დღეები, კვირეები უნდა გრძელდებოდეს, სანამ არ ამოვწურავთ. არ უნდა დამთავრდეს კრება ისე, რომ ვინმეს დარჩეს სათქმელი. რაცარუნდა გულუბრყვილო იყოს. მითუმეტეს საზოგადოების დიდ ინტერესს თუ იწვევს, როგორიც არის ციანიდის საქმე.   ”
 
 
 
 როცა ციანიდის საქმეში გავერკვიე, აღმოჩნდა, რომ დეკანოზი ცილისწამების მსხვერპლია
 
მაშინ, როდესაც ციანიდის საქმე შოკი იყო მთელი საქართველოსთვის და როგორც უწმინდესი ბრძანებს, რომ "ცა ჩამოინგრა ჩემთვის თითქოს", მეც ამან გადამაწყვეტინა. მახსოვს ჩემი პირველადი განცდები, თითქოს ადამიანები ქუჩაში მიდიოდნენ და მე მიყურებდნენ. ყველა სასულიერო პირში ხედავდნენ მკვლელ მღვდელს და გადავწყვიტე, რომ ჩემი მოსაზრება საზოგადოებისთვის გამეზიარებინა და მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ინტუიციაც სწორი აღმოჩნდა. მაშინაც მამაო[დეკანოზი გიორგი მამალაძე] მოვინახულე ციხეში და თავიდანვე ვამბობდი, რომ ორი ვარიანტი იყო დაშვებული. ერთი, ის უნდა ყოფილიყო ჯვარცმული ავაზაკი, ავაზაკი რომელმაც სცოდა, მაგრამ მოინანია. როცა გავერკვიე საქმეში, აღმოჩნდა რომ მამაო ცილისწამების მსხვერპლია და როდესაც წინააღმდეგობას, ამ ვერაგულ პოლიტიკას შევხვდი და დავინახე ხელისუფლების მხრიდან. რა თქმა უნდა, იქ თანამონაწილეობა იკვეთება სასულიერო პირების საპატრიარქო ეკლესიის რაღაც ჯგუფის მხრიდან. მე გადავდგი ბიბლიური და სახარებისეული ნაბიჯი, რომ ნებისმიერ განსაცდელში მყოფ ადამიანს, ის პატიმარია თუ ავადმყოფი, მოწყალე სამართალის მიხედვით უნდა ითავისო და უნდა გაწირო თავი მის გადასარჩენად.  ”
 
 
პატრიარქის კეთილი მწყემსობის შესახებ მითი ჩემთვის უბრალოდ აღარ არსებობს 
პატრიარქის კეთილი მწყემსობის შესახებ მითი ჩემთვის უბრალოდ აღარ არსებობს. მე აბსოლუტურად ცივი გონებით ვთქვი ის, რაც ვთქვი, და ის უსამართლობის განცდა, რომელიც დამეუფლა, იმ პოზიციის, რაც ბოლო სინოდის სხდომაზე დაფიქსირდა ციანიდის საქმესთან მიმართებაში და, რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად, ეტაპობრივად მივედი ამ დასკვნამდე, რომ ეს მითი,[პატრიარქის კეთილი მწყემსობის შესახებ] ჩემთვის პირადად, უბრალოდ აღარ არსებობს. რაც შეეხება განმარტებას, მინდა გითხრათ, რომ თვით სახარებაში არის კარგად განმარტებული, თუ რა არის მწყემსი კეთილი და თუ როგორ უნდა ვიყოთ ჩვენ მწყემსი კეთილი. მღვდელმთავრის, უპირველესი მოვალეობაა "სული თვისი დასდვას ცხვართა თვისთა" და ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები, როგორც მსოფლიო ქრისტიანობის ისტორიაში, ისე საქართველოს უახლოეს ისტორიაში. 
 
წაკითხულია 726-ჯერ