"აღა­ნი წანა თქვა­ნი კაი იყ­ვას, ირი­აშ ხვამ ყო­ფე­დას და ირი­აშ ჯგი­რო­ბუა" -ახალი წელი, კუჩხა ლაზეთში

12:44 31-12-2018
"აღა­ნი წანა თქვა­ნი კაი იყ­ვას, ირი­აშ ხვამ ყო­ფე­დას და ირი­აშ ჯგი­რო­ბუა"  -ახალი წელი, კუჩხა ლაზეთში
ლაზებს აქამდე შემორჩათ ჯვრის მიმართ  გარკვეული რიდი და მოკრძალება, უფრო სწორად, თუ  რწმენა არა,  პატივისცემა მაინც, ეს განსაკუთრებით ვლინდება შობა-ახალი წლის აღნიშვნაში
 
“სამწუხაროდ, ჯვარს ჩვენთვის უკვე აღარ აქვს ის დანიშნულება, რაც მართლმადიდებლური სამყაროსთვის. ის ჩვენთვის რაღაც ქართულთან, მშობლიურთან გვაკავშირებს და მხოლოდ ხვავისა და ბარაქის ნიშნად ვიყენებთ. როცა დედა პურებს აცხობდა, ცომს ზედ ჯვრის გამოსახულებას უკეთებდა. სახლის შესასვლელ კარებზეც ჯვარია გამოსახული, ავი თვალისგან იცავსო. მე არა, მაგრამ მამაჩემს ახსოვს, ბებიაჩემი მარჯვენა მაჯაზე მომცრო ზომის, ხელით შეკერილ ტყავის ნივთს უკეთებდა, რაზეც ჯვარი იყო ამოქარგული…- წერენ ლაზები. 
 
 
ლაზეთში  ახლით ახალი წელი  ნაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ შობას, რომელსაც ქირსეს ეძახიან, სრულიად განსაკუთრებულად ხვდებიან, თითქმის ისევე, როგორც მეგრელები, საერთოდ ქართველები.
 
დეკემბრის მიწურულს, 28-29-თვის ლაზურ სოფლებში საახალწლო-საშობაო სამზადისი იწყება. მეზობელი თურქები ამ სამზადისს “გურჯულ” ბაირამობას უწოდებენ. ოჯახის უფროსი, ან თუნდაც ახალგაზრდა წევრი, ოღონდ აუცილებლად მამაკაცი, თხილის ან რომელიმე რბილი ხის ჯოხიდან თლის “ქუჩზუღას” (ჩიჩილაკი, მეგრულად “ქუჩუჩი”), რომელსაც თავზე ხისავე ჯვარი უკეთდება. “ქუჩზუღა” თხმელისა და სუროს ტოტებით ირთვება. ხის ჯვარზე კი ხილი, უმთავრესად ვაშლი და მანდარინი უკეთდება. ბარაქიანობის ნიშნად ჩიჩილაკის ბურბუშელაში ფულსაც დებენ.
 
 
ჩიჩილაკს  ქალები რთავენ,  მაგრამ იმ დღის მერე ჩიჩილაკის დაშლამდე მათ არ შეუძლიათ ჩიჩილაკს თითიც მიაკარონ.
ღორს ჩვენგან განსხვავებით  არ კლავენ. ,,ჩვენ ვიცით, რომ ახლობელი მეგრელები ამ დღეს ღორს კლავენ. იმ ცნობილი მიზეზის გამო, რომ ჩვენთან ღორის ხორცი საერთოდ გამოყენებაში არ არის, ეს პირუტყვი მუსლიმანური სამყაროდან საერთოდ “ამოგდებულია”, – აცხადებენ ლაზები/.
 
 “ქირსედღას'' მოლა მთვარის ფორმის, პატარა ზომის პურებს “თუხაქუბალს არიგებს, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა აუცილებლად უნდა მიირთვას. ამ დღეს სახლის “ქარქანში”, ბანზე წითელ ნაჭრებს კიდებენ. ესეც ძველი ტრადიციაა, ტრადიციაშემონახული ლაზები განსაკუთრებლად აღნიშნავენ კუჩხასაც, ეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ლაზებისთვის. ამ  დღისთვის , რამდენიმე დღით ადრე ემზადებიან. საგანგებოდ ამ დღისთვის, “კუჩხასთვის” მზადდება ტკბილეული, რომელიც სუფრაზე აუცილებლად “კუჩხა” დღეს უნდა იყოს. სიტკბო დაგებედებაო/
 
 
 რაც შეეხება მეკვლეს, ლაზებში 15 იანვარი საზოგადოდ “მძიმე დღეა სტუმრიანობისთვის და ბევრი იკავებს თავს ოჯახში დაუპატიჟებლად მისვლისგან.  “კუჩხას” დღეს ყველას ჰყავს “კარგი” ფეხის მქონე სტუმარი, რომელსაც საჩუქრებით ხვდებიან. ის აუცილებლად მამაკაცი უნდა იყოს. მას საგანგებოდ არჩევენ და თხოვენ მეკვლეობას.
 
 “კუჩხა” აუცილებლად კაცის საქმეა. ამ დღეს ოჯახში უცხო ქალის შემოსვლა არც ერთ ლაზს არ უხარია. ლაზეთში ქალის ფეხი  ცუდად აქვთ დაცდილი.  კუჩხა დღეს მოლა მთვარის პურს, ” ქალს არაფრით მისცემს. საერთოდაც, ქალები ამ დღეს წმინდა ადგილებზე გავლას ერიდებიან და ცდილობენ იმ დღეს სახლიდან არ გამოვიდნენ. 
 
. ადრე ახა­ლი წლის ღა­მეს მეკვლე უმე­ტე­სად, ოჯა­ხის უფ­რო­სი იყო. რო­დე­საც სა­ა­თი თორ­მეტ­ჯერ ჩა­მოჰ­კრავ­და, ის სხვე­ბის­თვის შე­უმ­ჩნევ­ლად, გა­რეთ გა­ვი­დო­და, თან სურ­სათ-სა­ნო­ვა­გით სავ­სე კა­ლ­ა­თას და ჩი­ჩი­ლაკს გა­ი­ტან­და, სა­ხე­ზე ყა­ბა­ლახს აი­ფა­რებ­და და კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნებ­და.
 
"მინ ორერ?" ("ვინ ხარ?"), - შე­ე­კი­თხე­ბოდ­ნენ  შიგ­ნით მყოფ­ნი.
 
"აღა­ნი წანა თქვა­ნი კაი იყ­ვას, პოტე კაი ძი­რათ დო ხე­ლე­ბა დო კა­ი­ო­ბა­თე დო­ს­ქი­დათ! ირი­აშ ხვამ ყო­ფე­დას და ირი­აშ ჯგი­რო­ბუა" ("ახა­ლი წელი თქვენ­თვის კარ­გი იყოს, სულ სი­კე­თე გე­ნა­ხოთ და სი­ხა­რუ­ლი­თა და სი­კე­თით იცხოვ­რეთ! სულ და­ლოც­ვი­ლე­ბი იყა­ვით და კარ­გად იყა­ვით"), - პა­სუ­ხობ­და მეკვლე გა­რე­დან. მერე მას კარს გა­უ­ღებ­დნენ და სახ­ლში შე­მო­იყ­ვან­დნენ.
 
მეკვლე ჩი­ჩი­ლა­კის დად­გმამ­დე იკი­თხავ­და: "ოხორ­მან­ჯე სო­რენ?" ("ოჯა­ხის პატ­რო­ნი, უფ­რო­სი კაცი სად არის?") ამ დროს მას ოჯა­ხის უფ­როს ვა­ჟიშ­ვილ­ზე მი­უ­თი­თებ­დნენ და ისიც ჩი­ჩი­ლაკს მას გა­დას­ცემ­და.
 
თუ ოჯახ­ში ვაჟი არ ჰყავ­დათ, მეკვლეს ასე ეტყოდ­ნენ: "ოხორ­მან­ჯე ვარ მუხ­თი­მუნ, ლა­ქინ კუ­ლა­ნი ჰაქ მი­ო­ნუ­ნან" ("ოჯა­ხის უფ­რო­სი არ მო­სუ­ლა, ქა­ლიშ­ვი­ლი კი აქ გვყავს"). მეკვლე ანუ იგი­ვე ოჯა­ხის უფ­რო­სი, ქა­ლიშ­ვილს და­ლო­ცავ­და და ოჯახს ვა­ჟიშ­ვი­ლის გა­ჩე­ნას უსურ­ვებ­და.
 
შემ­დეგ მა­მა­კა­ცე­ბი ზღვა­ში სა­ბა­ნა­ოდ მი­დი­ოდ­ნენ, რათა ახა­ლი წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას სუფ­თად დახ­ვედ­როდ­ნენ. ეს ტრა­დი­ცია ახ­ლაც არის, მაგ­რამ ახლა ქა­ლე­ბიც მი­დი­ან, ოღონდ სა­ბა­ნა­ოდ ცალ-ცალ­კე ად­გილს ირ­ჩე­ვენ. ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ბე­ბი­ას­გან ვიცი. ის ახა­ლი წლის წინა დღე­ებ­ში ფან­დურ­ზე ძა­ლი­ან ტკბილ, ახა­ლი წლის შე­სა­გე­ბე­ბელ სიმ­ღე­რებ­სა და "ოდა­ბა­დეშ ობი­რე­შებს" ("სიმ­ღე­რა სამ­შობ­ლო­ზე") მღე­რო­და.- იგონებს თან­დილ მელუ შამ­რა-ოღლი
წაკითხულია 739-ჯერ