,,თუ ქართველები გიღიმიან, ეს არ ნიშნავს, რომ მათ რამე დაივიწყეს'' - ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან ,,ნოვაია გაზეტასთან '' ( ნაწილი I)

15:01 09-08-2018
,,თუ ქართველები გიღიმიან, ეს არ ნიშნავს, რომ მათ რამე  დაივიწყეს'' - ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან ,,ნოვაია გაზეტასთან '' ( ნაწილი I)
მიხეილ სააკაშვილი ,, ნოვაია გაზეტას  ’’ სპეცკორესპონდენტს პაველ კანიგინს უყვება, იმაზე თუ რატომ არ წავიდა 2008 წელს რუსეთის არმია თბილისის აღებაზე,   სეპარატისტული ტერიტორიების მიმზიდველ ,,რბილ ძალაზე’’, და იმაზე, თუ რა მსხვერპლზეა წამსვლელი მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების სანაცვლოდ ( ნაწილი  I)
 
- ბატონო მიხეილ, როდის დაიწყო ომი, რატომ არ სთხოვეთ დახმარება თქვენს მოკავშირე ამერიკელებს? ხომ არ ფიქრობდით, რომ ისინი მაინც არ გამოგეხმაურებოდნენ? 
- მათი ( ამერიკელების) მაშინდელი მიდგომა ნაკარნახევი იყო მოსაზრებით, რომ რუსეთი ცივი ომის დასრულების შემდეგ აღარსად  შეიჭრებოდა.  ამ სტარტეგიული გაგებით შეუძლებელი იყო მსგავსი რამ ოდესმე მომხდარიყო .თუმცა ჩვენს შემთხვევაში უკვე სხვა ოსტორია დაიწყო. 
 
2008 წლის აპრილში ჩვენმა დაზვერვამ ფოტოები გადაუღო 200 რუსულ ტანკს წარწერებით ,, აბხაზია’’, რომლებიც სოჭში სარკინიგზო მაგისტრალზე გამწკრივდა. ამაზე ამერიკელებმა განაცხადეს, რომ ეს პროვოკაციაა: ანუ ყურადღება არ უნდა მიგვექცია  
 
ჩვენ   ფოტოებით დავრბოდით... მათ სადაზვერვო სამსახურს კი ასეთი ინფორმაცია არ ჰქონია, თუმცა ამერიკელების თანამგზავრები იქ დროდადრო დაფრინავდნენ. ყოფილი სეპარატისტი  გვიყვებოდა, რომ, როცა იქ რუსული ტანკების Т 55 ძრავები აამოქმედეს, ისინი გააფრთხილეს, რომ  ეს უნდა გაკეთებულიყო ღრუბლიან ამინდში, რათა თანამგზავრებიდან  ვერ შეენიშნათ. მაგრამ თანამგზავრები იქაურობას ხშირად არც უღრუბლო ამინდში აკვირდებოდნენ, რადგან ახლო აღმოსავლეთზე იყვნენ კონცენტრირებული. ეს უკვე 2008 წელი იყო,  სსრკ აღარ არსებობდა  და აშშ ძველებური დაჟინებით აღარ ადევნებდა მათ თვალს. 
 
პრეზიდენტ სააკაშვილისა და зრეზიდენტ მედვედევის ბოლო შეხვედრა ასტანაში. 2008 წლის ივლისი . ფოტო РИА Новости
 
- და ამასობაში ბუშსაც ჩამოუყალიბდა პირადი ურთიერთობები პუტინთან, არა? 
- დიახ. იგი თავის ინსტინქტებს ენდობოდა და ფიქრობდა, რონ პუტინი  არასოდეს უღალატებდა. მაგრამ ამ დროს ბუში ძალიან იყო დასუსტებული და ხელები ჰქონდა შეკრული ერაყის ომის გამო, ამასთან   უკვე იკვეთებოდა მოახლოებული ეკონომიკური კრიზისის ნიშნებიც. პუტინმა კი გათვალა, რომ გამარჯვება მისია  და მორჩა. მაშინ იგი დარწმუნებული იყო, რომ ამერიკელების სიტყვის მიღმა  ბევრი არაფერი დგას. მაგრამ  აგვისტოში ბუშმა, თუნდაც დაგვიანებით მოქმედება დაიწყო. პირველი საუბარი მათ შორის შედგა პეკინში, სადაც ლიდერები ოლომპიადის გახსნასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ.  ბუშს მაშინ არ ჰქონდა ინფორმაცია მომხდარზე - ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა ცუდად იმუშავა. პუტინი პირველი დაესხა მას თავს - სააკაშვილმა ჩვენთან ომი დაიწყოო!
- ამასწინათ გენერალმა შამანოვმა, რუსეთის ჯარების ერთერთმა   სარდალმა ამ ომში , განაცხადა,  რომ რუსეთის ფედერაციის ჯარებს სულ ტყუილად არ დართეს ნება შესულიყვნენ თბილისში და ,,სააკაშვილისთვის  კვ - ში ჩაევლოთ ხელი’’ .
 
- საოცარია რაოდენ მყარად შევიდა ჩემი კვ-ბი  რუსი მოღვაწეების ყოველდღიურ ყოფაში პუტინით დაწყებული, შამანოვით დამთავრებული! თუმცა მე ხშირად მითქვამს, რომ მზად ვარ ჩემი ხელით მოვიჭრა და გავუგზავნო მათ ისინი ჩვენი ტერიტორიების სანაცვლოდ,  თუკი  ისინი ამისთვის მზად არიან, თუ მათი ჭეშმარიტი მიზანი მხოლოდ ეს არის.
 
 - თვლით თუ არა, რომ ამ ომის მთავარი სამიზნე თქვენ იყავით? 
- ამას ხომ თავად ისინი ამბობენ! როცა კონდოლიზა რაისმა ლავროვს დაურეკა, მან განუცხადა, რომ არსებობს ორი ვარიანტი - ან საქართველოს  სრულად გაანადგურებენ, ან სააკაშვილი წავა. რუსები სპეციალურად არ ბომბავდნენ  თბილისის აეროპორტს, რომ ამითაც  მიენინებინათ ჩემთვის, რომ თვითმფრინავში უნდა ჩავჯდე  და გავფრინდე.   სარკოზი (საფრანგეთის პრეზიდენტი 2008 წ. - პ.კ. ) მთავაზობდა დამეტოვებინა საქართველო. მავანი  დაბალი დიპლომატიური რანგის ამერიკელებიც მთავაზობდნენ ჩემი, ჩემი ოჯახისა და მთავრობის  ევაკუაციის მისიის განხილვას. ეს შემოთვაზება, რა თქმა უნდა, არ მომხდარა ბუშის დონეზე, რადგან სრულიად უადგილო და უნიადაგო  რამ იყო. 
 
-აშშ სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ვიზიტი საქართვდელოსი . 2008 წლის ივლისი ფოტო ალექსანდრ კლიმჩუკისა.ТАСС
 
- ანუ თქვენ გესმოდათ, რომ საქართველოს ბედი თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, და მაინც დარჩით. გამოდის,  სხვისი სიცოცხლით რისკავდით? 
ჩემი წასვლა დაუშვებელი იყო. და ქვეყანაც ვერ გაანადგურეს. შამანოვი სულ ტყუილად ამბობს, რომ თბილისში შესვლის უფლება პუტინმა არ დართო. ეს პუტინს  არ მისცეს ამის გაკეთების საშუალება ამერიკელებმა, რომელთაც ამასობაში უკვე გაიაზრეს, რით შეიძლება  დამთავრებულიყო ეს ყველაფერი. ვფიქრობ,  პუტინი სავსებით სწორად მოიქცა, როცა გახურებული შუბლი გაუგრილა შამანოვს, რადგან  მიახვედრეს, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკელები ძალას გამოიყენებდნენ.  მიუხედავად ამისა, ომმა მძიმე შედეგები გამოიწვია ჩემი ქვეყნისთვის. დაიღუპა ძალიან ბევრი ადამიანი, ჩემი თანამემამულებიც და რუსი სამხედროებიც. 
-გრძნობთ თუ არა პირად პასუხიმგებლობას ამ მოვლენებისთვის?  რას ნანობთ თქვენი ქმედებებიდან? 
- მე ვგრძნობ ჩემს  პასუხისმგებლობას. და, რასაკვირველია, ეს ძალიან მტკივნეული გამოცდილებაა ჩემთვის, ნამდვილი ცხოვრებისეული ტრაგედია. მაგრამ, მეორე მხრივ, მაშინ მხოლოდ ორი გამოსავალი მქონდა - ან დავნებდე, ან ვიბრძოლო 
 
მე ვერ მივცემდი თავს ბრძოლაზე ხელის აღების ნებას. მე მძაგს ომი, მე მძულდა ამ ომის თითოეული წამი. მე, როგორც  ქართულ ჯარების მთავარსარდალი,  თითოეული  ჯარისკაცის დაღუპვას პირად ტრაგედიად აღვიქვამდი.  
 
მე საზოგადოდ ძალიან განვიცდი თითოეული ადამიანის სიკვდილს,  მაშინ კი  მასობრივად გვეღუპებოდა ჯარისკაცები. 
 
რას ვნანობ?  რისი გაკეთება შეგვეძლო სხვაგვარად? უფრო ადრე და ხმამაღლა უნდა აგვეტეხა განგაში და გაგვეფრთხილებინა მოკავშირეები!. გაიგონებდნენ კი ისინი ამას? შესაძლოა უბრალოდ ეთქვათ, გიჟიაო. თუმცა პრობლემა მაინც ის არის, რომ მოვლენათა ასეთ განვითარებაში ბოლომდე მაშინ არც ჩვენ ვიყავით დარწმუნებული. როცა ომი დაიწყო, ჩვენი ოფიცრების მნიშვნელოვანი ნაწილი და მთავრობის თითქმის მთელი შემადგენლობა შვებულებაში იყო გასული. ჩვენ არ გამოგვიწვევია ჩვენი ბრიგადა ერაყიდან, რადგან ვმერყეობდი.  როცა მაისი რუსებმა აფხაზეთში ჯარები შეიყვანეს, გამოვიძახე ამერიკის ელჩი და ვუთხარი, რომ სიტუაცია მწვავდება და  დროა დავაბრუნოთ ჩვენი ბრიგადა. მან მითხრა, რომ იფიქრებს ამაზე, ორი დრის სემდეგ კი მიპასუხა კონტრშეკითხვით ,, ვაუთუ მოსკოვმა ეს პროვიკაციად აღიქბას? ‘’. და მეც დავეთანხმე, რადგან, როგორც გითხარით, ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული ჩემს მოლოდინებში. 
ახლა ძალიან ვნანობ, რომ დროულად არ გავაკეთე ეს, არ გამოვიწვიე ჩვენი ყველაზე ბრძოლისუნარიანი ბრიგადა ერაყიდან და დროულად და უფრო ხმამაღლა არ ავტეხე განგაში. უფრო მეტიც, იმ საღამოს, როცა ომი დაიწყო , მეც პეკინში გადასაფრენად ვემზადებოდი. და სწორედ აეროპორტისკენ მიმავალი გზიდან მოვბრუნდი.
 
აქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  გორში.  2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის  პირველი წლისთავი.   წუთიერი დუმილი. ფოტო დავიდ  ურბანისა. ТАСС. 
 
- როგორ იფიქრეთ გამგზავრებაზე, ღოცა  დაზვერვისგან მიღებული გქონდათ ასეთი მონაცემები რუსეთის არმიის გადაადგილებებზე? 
- გესმით, ეს რამდენიმე თვე გრძელდებოდა. და უკვე მიჩვეული ვიყავით ამას! პეკინში კი მსოფლიო ლიდერები იკრიბებოდნენ. მინდოდა ჩავსულიყავი და  პირისპირ შემეჩივლა და შემეტირა ეს მათთვის. მე რამდენჯერმე გადავდე გადაფრენა, შემდეგ მქონდა თვითდამშვიდების რამდენიმე საათი და უკვე მზად ვიყავი გადაფრენისთვის, როცა დაწყებული სროლების შესახებ მამცნეს. ჩვენი დელეგაცია ოლიმპიური კომიტეტის მეთაურთან ერთად, მინისტრები და ჩემი ოჯახი წავიდა, მე კი დავრჩი. 
 
- დაუსრულებელი ორმხრივი სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს  გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და თქვენ იცავდით მას რამდენიმე საათის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ოსები ისევ ისროდნენ. რა მოხდებოდა თუ...
 
მე დამირეკა შინაგან საქმეთა მინისტრმა მერაბიშვილმა, რომელიც ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ტიროდა:  ,,ჩვენს ხალხს ხოცავენ, მომეცით უფლება პასუხი გავცე მათ’’ . და მე ვუთხარი: ,, თუნდაც ყველანი დაგვიხოცონ, ჩვენ პასუხს არ ვცემთ .’
 
შემდეგ შემატყობინეს, ადგილობრივი მოსახლეობა გვაწვება და  გვეუბნება, თუ თქვენ არ გინდათ ისროლოთ, მოგვეცით იარაღი და თავად დავიცავთ თავსო...
 
 - რა მოხდებოდა, თუ მაინც არ დაარღვევდით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს? 
მაშინ ოსი აჯანყებულები ქართულ ფორმირებებთან ერთად - მაშინ მათ იქ 800 გაწვრთნილი ქართველი ჰყავდათ - გაწმენდნენ ტერიტორიას,  შემდეგ თბილისში შემოვიდოდნენ  და გამოცხადდებოდა, რომ ეს იყო   ,,შეტაკება მთავრობასა და ქართულ ჯარებს შორის, რომელთაც მხარს უჭერდნენ ოსი მოხალისეები,    რუსეთი კი , რომელიც იცავს თავისი მოქალაქეების ინტერესებს, ვერ მოითმენს ამ ,,ბარდაკს’’ თავის საზღვრებთან’’. 
შედეგად ხელისუფლება  ჩამოინგრეოდა, და მსოფლიო კრინტსაც არ დაძრავდა, რადგან გაუგებარი დარჩებოდა, რა მოხდა სინამდვილეში. ეს დონბასი არ არის. საზღვრიდან ჩემს საპრეზიდენტო რეზიდენციამდე ტანკებისთვის სულ რაღაც რამდენიმე საათის გზაა . წარმოგიდგენიათ? მე პეკინში ვარ ამ დროს კი ჩემს სასახლეს იღებენ. და დასაბრუნებელი ადგილიც არ მექნებოდა. რა ბედნიერებაა, რომ  მაშინ არ წავედი იმ ოლიმპიადაზე 
- ახლა, ათი წლის შემდეგაც, მთავარი კითხვაა - ვინ გაიმარჯვა ამ ომში საბოლოო ჯამში? 
- ეს ჯერაც არ არის გარკვეული. ეს ჯერ კიდევ გავიტარებადი სიტუაციაა. მაგრამ 2008 წელს რუსეთს საერთოდ მისთვის მნიშვნელოვანი  არაფერი მოუგია, გარდა იმისა, რომ მიიტაცა კიდევ რამდენიმე ქართული სოფელი, უზარმაზარი   დანაკარგების ფასად თავის რეპუტაციაში და დაღუპული სამხედროების რაოდენობის თვალსაზრისით.   მან მაშინ ვერ შეძლო ჩემი ხელისუფლების დამხობა და ქვეყნის კურსის შეცვლა, მაგრამ ნაწილობრივ მიაღწია ამ თავის მიზანს 2012 წელს.
 
რუსი ოლიგარქის, ,,გაზპრომის’’ უმსხვილესი კერძო აქციონერის  ივანიშვილის ( საქართველოს პრემიერი 2012-2013 წლებში - პ.კ.) მეშვეობით რუსეთმა სშძლო თბილისის დღის წესრიგის შეცვლა. ეს იყო პუტინის პირველი გამარჯვება ამ ომში
 
 
მაგრამ 2012 წელა მან ვერ შეძლო თავისი ამ წარმატების გაღრმავება და საქართველოს საგარეო კურსის შეცვლა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიღწევა მსოფლიო არენაზე. საქართვდელო აგრძელებს ნელინელ სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ვფიქრობ, პუტინმა ვერ მიაღწია საქართველოში თავისი მიზნების ორ მესამედს.
 
2013 წელი პრეზიდენტი სააკაშვილი და პრემიერი ივანიშვილი. ფოტო РИА Новости
 
რაც შეეხება ეკონომიკას, 2008-2012 წლებში საქართველო არანორმალურად სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა. 2009-2012 წლები იყო ახალი ქალაქების მსენებლობის , ტურუსტული ბუმის, პერიოდი, სხვებთან ერთად ჩამოსვლა იწყეს რუსმა ტურისტებმაც. 2008 წლამდე ჩვენ არც თუ ისე ბევრი ფული  შემოგვდიოდა, მაგრამ  შემდეგ მივიღეთ 2-3 მილიარდი განვითარებისათვის - ეს პატარა ქვეყნისთვის უზარმაზარი თანხაა. სამწუხაროდ, ამას წერტილი დაესვა 2012 წელს. 
 
 
 გაგრძელება იხ ,, ოდიში ნიუსის'' მორიგ გამოშვებაში '  
 
წაკითხულია 304-ჯერ