საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა

22:20 09-09-2018
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ლატვიის ნაკრები მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერობა განიმტკიცა.
მატჩმა საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით ჩაიარა, ხოლო სტუმრები შეტევაზე ძალიან იშვიათად გადადიოდნენ.პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა, მეორეში კი, 77-ე წუთზე, გიორგი ჩაკვეტაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი თორნიკე ოქრიაშვილმა უნაკლოდ შეასრულა – 1-0.
წაკითხულია 522-ჯერ