ინგილო ბიჭის სისხლის ყივილი და ქართული დროშა

11:30 04-09-2018
ინგილო ბიჭის სისხლის ყივილი და ქართული დროშა
აზერბაიჯანის სოფელ ითითალაში დაბადებულმა ინგილო მოკრივემ სურაჯ ჰასანოვმა  (  იანუღაშვილმა)  რუსეთში მიმდინარე M1-ის ასპარეზობაზე რუსი მეტოქე  ევგენი ერშოვი დაამარცხა და  ერთ-ერთი ეტაპის გამარჯვებული გახდა.
 
სპორტსმენმა გამარჯვება მშობლიურ საქართველოს მიუძღვნა. ის ორთაბრძოლის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ რინგზე საქართველოს დროშით გამოვიდა.
 
ორთაბრძოლა რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სურაჯ გასანოვი ჩელიაბინსკიში ცხოვრობს და რუსეთის სახელით ასპარეზობს. ამდენად მის მიერ რინგზე საქართველოს დროშის აფრიალება ყველასათვის მოულოდნელი, იყო, თავად სპორტსმენს შესაძლოა ამის  გამო  პრობლემები შეუქმნას, მაგრამ  ამ ღირსეულმა ჟესტმა სამშობლოს მიმართ ინგილო სპორტსმენისაგან სოციალურ ქსელებში ქართველების აღტაცებული რეაქცია გამიწვია.
 
M1 არის საერთაშორისო კომპანია,  რომელიც აწყობს ასპარეზობებს პროფესიონალ მოკრივეთა  შორის და ეს ასპარეზობები  ერთობ პოპულარულია რუსეთსა და დსთ სივრცეში
წაკითხულია 602-ჯერ