,, დათო ქირიამ რინგზე სულ სახით ათრია რუსი სპორტსმენი. სხვაგვარად ვერც იქნებოდა - ის ჯოღეჯიანშია გაზრდილი''

15:59 06-08-2018
,, დათო ქირიამ  რინგზე სულ სახით ათრია რუსი სპორტსმენი.  სხვაგვარად ვერც იქნებოდა - ის ჯოღეჯიანშია გაზრდილი''
 კიკბოქსიორმა დავით ქირიამ  ქალაქ სანიაში, ჩინეთში გამართულ Kunlun Fight-ის საერთაშორისო ტურნირში ორთაბრძოლა მოუგო რუს სპორტსმენს  ანატოლი მოისეევს 
 
"მადლობა უფალს კიდევ ერთი გამარჯვებისთვის, ეს გამარჯვება მინდა რომ მივუძღვნა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მთლიანიბისთვის გმირულად დაღუპულ ქართველ ვაჟკაცებს!! წერს დავით ქირია  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  და აღნიშნავს, რომ  ამ გამარჯვებას აგვისტოს ომში დაღუპულ ქართველ გმირებს უძღვნის. 
 
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში დავთ ქირია ზუგდიდელია. ,, რინგზე სულ სახით ათრია რუსი სპორტსმენი.  სხვაგვარად ვერც იქნებოდა - ის ჯოღეჯიანშია გაზრდილი'' , ,, ეს იყოს დღევანდელი  რევანში აგვისტოს ომის მეათე წლისთავისათვის,  უფრო დიდი რევანშის დროც მოვა '' -    ასე ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ამ ორთაბრძოლას  დავით ქირიას  გამარჯვებით ამაყი და გახარებული ზუგდიდელები. 
 
 
წაკითხულია 797-ჯერ