ქართველები პიონ ჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე

13:35 10-02-2018
ქართველები პიონ ჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე
პიონ ჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე, რომრლიც 9 თებერვალს გაიხნა და  25 თებერვლამდე გასტანს, სპორტსმენები   15 სახეობაში იასპარეზებენ. 
 
ოლიმპიურ თამაშებზე  წარმოდგენილია  საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიც ოთხი სპორტსმენის შემადგენლობით. 
 
11 თებერვალს საციგაო სპორტში გიორგი საღოიანი იასპარეზებს, 12 და 14 თებერვალს ოლიმპიური მედლები გათამაშდება სლალომსა და გიგანტურ სლალომში, სადაც საქართველოს ღირსებას ნინი წიკლაური დაიცავს. 16-დან 17 თებერვლის ჩათვლით კი ფიგურულ სრიალში მორის ყვითელაშვილი შეეცდება საუკეთესო შედეგის ჩვენებას. მეოთხე და ყველაზე გამოცდილი ქართველი ოლიმპიელი იასონ აბრამიშვილი  18 და 22 თებერვალს სლალომსა და გიგანტურ სლალომში შეეცდება საკუთარი შედეგების გაუმჯობესებას.
 
ოლიმპიადაზე მედლების 102 კომპლექტი გათამაშდება..
წაკითხულია 1097-ჯერ