შეხლა-შემოხლა უკრაინის რადასთან - დაშავებულია 14 სამართალდამცველი

13:38 28-02-2018
შეხლა-შემოხლა უკრაინის რადასთან - დაშავებულია  14 სამართალდამცველი
გუშინ კიევში, უკრაინის პარლამენტის შენობასთან  მიმდინარე მიტინგის მონაწილეებმა  საბურავები მიიტანეს და მათთვის ცეცხლის წაკიდება სცადეს, მაგრამ  პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა და შეტევაზე გადავიდა. სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის კიევის სამმართველოს პრესსამსახური იუწყება.
 
„ამჟამად დადგენილია, რომ პარლამენტთან მომხდარი მოვლენების შედეგად 14 პოლიციელი დაშავდა. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს“. - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. თუმცა არაფერია ნათქამი იმაზე, რომ პოლიციელები ხალხს სასტიკად გაუსწორდნენ - ნაცემია ათობით მშვიდობიანი მოქალაქე, ბევრმათგანს ექიმების დახმარება დასჭირდა.   ,,მოლოტოვის კოქტეილები'', რომელზედაც მიუთითებს შსს , სინამდვილეში იყო ბოთლებში ჩასხმული საწვავი, როგორც საბურავებისთვის ცეცხლის შესანთები საშუალება და მხოლოდ პოლიციის გამოხდომის შემდეგ იქნა გამოყენებული თავადაცვის საშუალებად., თუმცა ბოლომდე ესეც არ არის დადასტურებული. 
 
 
აქვე ნათქვამია,  რომ ეს იყო პროვოკაცია, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  პარტიის, „ახალი ძალების“ მოძრაობის მიერ ორგანიზებული „კარვების ქალაქის“  წარმომადგენლებმა მოაწყვეს.
მიხეილ სააკაშვილმა თავის მხრივ განაცხადა, რომ არც მას, არც მის პოლიტიკურ მოძრაობას ამ მოვლენებთან კავშირი არა აქვთ. ,, თუმცა ვინც არ უნდა იყოს რადასტან გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორი - ხალხის უსასტიკესი ცემა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, საშინელებააა -უკრაინა  2014 წელშიბრუნდება''
 
 
წაკითხულია 966-ჯერ