დავით საყვარელიძე: მალდივა, ქეში და პასპორტი!

13:48 22-01-2018
დავით საყვარელიძე: მალდივა, ქეში და პასპორტი!
პრეზიდენტი უკრაინის პასპორტს  და მოქალაქეობას ეპყრობა ისე, როგორც "როშენის" კანფეტს. გასცა -კანფეტი-მიიღო კანფეტი. - ასე ეხმაურება დავით საყვარელიძე უკრაინის პრეზდენტის ინკოგნიტო ჩასვლასა და დასვენებას მალდივის კუნძულებზე.
 
,,მალდივა, ქეში და პასპორტი! არასდროს არ თქვათ, რომ ჩვენი პრეზიდენტი და მთავარსარდალი ძუნწი ან აბსოლუტურად არაკრეატიულია. -წერს იგი ტავის ფეისბუქგვერდზე - ეს ხომ აუცილებელი იყო დაგვენახა, რომ პრეზიდენტი ყველაზე დიდია, მაგრამ, სამწუხაროდ , ყველაზე ღარიბი ევროპის ქვეყანა,  რომელიც მუდმივ  საომარ მდგომარეობაში იმყოფება , მან დატოვა ყალბი პასპორტებით და ინკოგნიტო თვითმფრინავით, ჩემოდნებითა და ფულით ჩაფრინდა კუნძულზე და გახარჯა ნახევარი მილიონი დოლარი 6 დღიან დასვენებაში.
 
 
მე არასდროს არ გამოვირჩეოდი ეკონომიურობით, პირიქით, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ პეტრე პოროშენკო პრეზიდენტობის შემდეგ გაუწევს პატარა დახმარებას მოგზაურებს "როგორ დახარჯონ 500 000 კუნძულზე 6 დღეში და დარჩნენ უჩინმაჩინი" დაწერს თავისთვის ჩინოვნიკური ოლიგარქატის ისტორიას.
 
თავს ნებას მივცემ შეგახსენოთ ასევე, რომ პრეზიდენტი, რომელიც სიწმინდედ და  ღირსებად  მიიჩნევს უკრაინულ პასპორტს, ელვისებრად რეაგირებს უმცირეს ფორმალურ დარღვევებზე, აპატრიდების მიერ  ფორმის შევსების დროს, უმალვე ართმევს მოქალაქეობას. აქ კი როგორც ჩანს მოინდომა მიეთვისებინა თავისთვის და თავისი თანამგზავრებისთვის სხვა პასპორტები. იყო პეტრე და გახდა ვასია . მტრებისთვის კანონი, მეგობრებისთვის კი ყველაფერი ნება დართულია. ვამბობდი ადრე და ვიმეორებ დღესაც: პრეზიდენტი, უკრაინის პასპორტს  და მოქალაქეობას ეპყრობა ისე, როგორც "როშენის" კანფეტს. გასცა -კანფეტი-მიიღო კანფეტი. - წერს დავით საყვარელიძე
 
 
წაკითხულია 1321-ჯერ