ვინ მოკლა უკრაინელი სამართალდამცველი ირინა ნოზდროვსკაია

10:25 09-01-2018
ვინ მოკლა უკრაინელი სამართალდამცველი ირინა ნოზდროვსკაია
,,აი, ვინ მოკლა სამართალდამცველი ირინა ნოზდროვსკაია''  - ამ სათაურით ავრცელებს უახლეს ინფორმაციას  უკრაინული ინტერნეტგამოცემა INSIDER თავის წყაროებზე დაყრდნობით სამართალდამცავი ორგანოებიდან, ამავე წყაროების ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.  
ცნობა იმის შესახებ, რომ  სავარაუდო მკვლელი დაკავებულია,   ერთი თვის წინათ, 8 იანვარსაც  გავრცელდა  კრიმინალური პოლიციის უფროსის მიერ,  მოგვიანებით ეს ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის შშ სამინისტროს პრესსამსახურმაც, მაგრამ დაკავებულის ვინაობა ოფიციალურად დღემდე არ გასაჯაროებულა, თუმცა გუშინ ამავე ორგანოებიდან გაჟონა მედიაში .
 
მკვლელი, როგორც  ვარაუდობდნენ,  1954 წელს დაბადებული იური როსოშანსკი აღმოჩნდა , იმ დიმიტრი როსოშანსკის მამა, რომელმაც 2015 წელს 30 სექტემბერს მოხდა კიევის ოლქში, ვიშგოროდში მანქანით გაიტანა ირინა ნოზდროვსკაიას ღვიძლი და სვეტლანა საპატინსკაია. 
 
ავტოავარიაში დამნაშავის ბიძა იმ დროს ვიშგოროდის რაიონული სასამართლოს ხელმძღვანელობდა. ამიტომ საქმის გამოძიება  ორი წელი ჭიანურდებოდა   და მხოლოდ ირინა ნოზდროვსკაიას შეუპოვარი ბრძოლის შედეგად მივიდა სასამართლო ინსტანციამდე.  სასამართლომ დამნაშავეს თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა,  თუმცა 27 დეკემბერს როსოშანსკის საქმე სააპელაციო სასამართლომ პირველ ინსტანციაში დააბრუნა და მას პატიმრობა 60 დღით გაუგრძელა. 
 
 
მიუხედავად იმისა, რომ  ნოზდროვსკაია, რომელიც  დის გარდაცვალების საქმეს იკვლევდა, გამუდმებით იყო  დამნაშავის მეგობრებისა და ახლობლებისგან მუქარის ობიექტი,    ბრძოლის გაგრძელებას გეგმავდა. იგი აცხადებდა, რომ   ხელთ  ჰქონდა უტყუარი მტკიცებულებები,და მკვლელი  თავს ვარ დააღწევდა მართლმსაჯულებას, თუმცა ბრძოლის გაგრძელება არ დასცალდა.
.
 ირინა ნოზდროვსკაია 28 დეკემბერს გაუჩინარდა კიევიდან ვიშგოროდის რაიონის სოფლისკენ მიმავალ გზაზე , მისი ცხედარი 1 იანვარს იპოვეს მდინარის პირას,  სავარაუდოდ, იგი მდინარეში ხიდიდან გადააგდეს..ირინა ნოზდროვსკაია არასრულწლოვანი შვილი დარჩა.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
 
შეგახსენებთ, ნოზდროვსკაიას მკვლელობას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, მან ამ  მკვლელობას „დანაშაულებრივი სისტემის მმართველობის“ შედეგი უწოდა და  თავის მომხრეებს მოუწოდა ე იურისტის და უფლებადამცველის, ირინა ნოზდროვსკაიას მკვლელების პოვნის მოთხოვნით აქციაზე მისულიყვნენ 
 
 
 
 
 
წაკითხულია 1105-ჯერ