უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს მალდივის კუნძულებზე ერთწლიან დასვენებას სთავაზობს

15:00 14-12-2017
უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს მალდივის კუნძულებზე ერთწლიან დასვენებას სთავაზობს
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას  უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ შესთავაზა ერთი წლით მაინც, 2019 წლამდე   დატოვოს უკრაინა.
 
,,ისინი მეუბნებიან - „თუ არ გინდა დიდი უბედურება გადაგხდეს, გიყიდით ბილეთს ნიდერლანდებში ან თუნდაც  ერთწლიან საგზურს მალდივებზე, ოღონდ თავი დაგვანებე“ - განაცხადა  მან ტელარხ NewsOne-ს გადაცემაში ,,უკრაინული ფორმატი''. ინფორმაცია ამის შესახებ არხის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული. 
აი, გუშინ იური ლუცენკომაც განაცხადა: ჩვენ მას დავაპატიმრებთ ან  შეუძლია თვითონ დატოვოს ქვეყანა, მაგრამ თუ  ამას არ გააკეთებს, ჩვენ მას საქართველოს გადავცემთ. ... ანუ ამბობს, რომ სახელმწიფო დამნაშავე ვარ, მაგრამ შემიძლია დავტოვო ქვეყანა.   სადმე გინახავთ ასეთი იურიდიული პრეცედენტი  - კაცს ბრალად ედებოდეს უძიმესი დანაშაული და ქვეყნის თავისუფლად დატოვებას ან სხვა ქვეყანაში ექსტრადირებას სთავაზობდნენ? 
 
როგორც  NewsOne იუწყება, სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებამ თავადაც არ იცის, რას აკეთებს. 
,,მე არ მეშინოდა. მათ შეეძლოთ მშვიდად დავეკავებინეთ  ნებისმიერ ქუჩაზე და წავეყვანეთ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე, მაგრამ  კარები შემომიმტვრიეს, გინებით მომივარდა  ბინაში 200 კაცი, შემდეგ კი 300 კაცი ცდილობდა ჩემს წაყვანას ციხეში, მეჯაჯგურებოდნენ, ხელებს მიგრეხდნენ, მაგინებდნენ... .მაგრამ ისინი ვერ დამამცირებენ, თუ თავად არ დავიმცირე თავი. არ მეშინოდა'' - განაცხადა მან
 
წაკითხულია 937-ჯერ