პოროშენკოს შოკოლადს Roshen-ს ჭია შეუჩნდა

14:02 14-12-2017
პოროშენკოს შოკოლადს Roshen-ს ჭია შეუჩნდა
Rothschild-მა პოროშენკოს კომპანია ვერ გაყიდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინვესტორები დააფრთხო რისკებმა, რომელიც  რუსულ-უკრაინულ კრიზისს რისკები უკავშირდება და რომლის პროგნოზირება შეუძლებელია. თანაც, ამ აქტივის ღირებულება რამდენიმე მილიარდი დოლარია. 
 
,,და მაინც, მათი აზრით გადამწყვეტი ფაქტორია ის, რომ კორპორაცია უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსთან არის აფილირებული  და  Roshen-ის ყიდვით დაინტერესებული  ევროპელი და აზიელი და ჩრდილოამერიკელი კომპანიები მზად არ აღმოჩნდნენ ასეთი გარიგებისთვის, კონკრეტული რისკების გამო''. - ამის შესახებ Rothschild Inc-ის წარმომადგენელმა თანამეგობრობის ქვეყნებში, ჯოვანი სალვეტმა განაცხადა.
 
ცნობილია, რომ Roshen-ში საკუთარი წილის გაყიდვის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ,  2016 წლის იანვარში პოროშენკომ ის Rothschild Trust-ს გადასცა მართვაში.
წაკითხულია 922-ჯერ