აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის ხელისუფლებას კორუფციის აღმოფხვრის მიზნით თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

10:00 05-12-2017
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის ხელისუფლებას კორუფციის აღმოფხვრის მიზნით თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის ხელისუფლებას კორუფციის აღმოფხვრის მიზნით თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
 
საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მათ შორის მაღალი დონის კორუფციული გამოძიების ჩაშლა, ასევე უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს, ნაბუ-ს წარმომადგენლების დაპატიმრება აჩენს კითხვებს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით უკრაინის მიერ ნაკისრ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.
 
"მსგავსი ქმედებები ძირს უთხრის საზოგაროებრივ ნდობას და უკრაინისთვის საერთაშორისო დახმარებას რისკის ქვეშ აყენებს" ნათქვამია განცხადებაში.
წაკითხულია 933-ჯერ