უკრაინიდან ერთ დღეში საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტირება მოხდა

12:02 18-11-2017
უკრაინიდან ერთ დღეში საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტირება მოხდა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 17 ნოემბერს ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ქვეყნიდან საქართველოს 8 მოქალაქე გამოაძევეს, მიზეზად უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელდება.
 
უწყება ქართველების ვინაობას არ აკონკრეტებს. თუმცა ცნობილია 8-დან 4 დეპორტირებულის ვინაობა. მათ შორის არიან „რუსთავი 2-ის“ ოპერატორი თამაზ შავშიშვილი და ქართველი მებრძოლები - ვანო ნადირაძე, ზურაბ ცინცაძე და მამუკა აბაშიძე.
 
მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, თამაზ შავშიშვილი სპეცსამსახურებმა მისივე სახლიდან გაიტაცეს, ვანო ნადირაძე კი ერთ-ერთი კაფედან.
 
რადას დეპუტატის ინფორმაციით, ისინი ჟულიანის აეროპორტში გადაიყვანეს, საიდანაც თბილისში გამოამგზავრეს, თუმცა რეისი ფრენების ოფიციალურ განრიგში არ ფიქსირდება.
 
„ახალი ძალების მოძრაობის“ ადვოკატი კი აცხადებს, რომ ჟულიანის აეროპორტში დეპორტაციის მიზნით არა 8, არამედ 9 ადამიანი გადაიყვანეს.
წაკითხულია 962-ჯერ