მალტაში შეტაკების დროს 45 წლის ქართველი დაიჭრა

11:42 08-04-2019
მალტაში შეტაკების დროს 45 წლის ქართველი დაიჭრა
მალტაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ერთი კაცი, ასევე არიან დაშავებულებიც. პოლიციის ცნობით, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 2-მა ადამიანმა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
 
სამართალდამცველების თქმით, 45 წლის, ეროვნებით ქართველი კაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თვითხმილველების თქმით, ის „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა.
წაკითხულია 113-ჯერ