დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის გადავადებას მხარი დაუჭირა

12:02 04-04-2019
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის გადავადებას მხარი დაუჭირა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის გადავადებას მხარი დაუჭირა.
ახალი კანონპროექტი, რომელიც თემთა პალატამ უკვე დაამტკიცა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ავალდებულებს ბრიუსელს ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის თარიღის გადაწევა სთხოვოს.
 
 
დოკუმენტს 313 დეპუტატი მიემხრო, წინააღმდეგი კი 312 გამოვიდა. ავტორების განცხადებით, კანონპროექტის საბოლოოდ მიღება აუცილებელია ბრიტანეთის ევროკავშირიდან არარეგულირებული გასვლის თავიდან ასაცილებლად, რაც შესაძლოა 12 აპრილს მოხდეს.
 
დოკუმენტის ტექსტი განსახილველად პარლამენტის ლორდთა პალატას გადაეცა.
 
წაკითხულია 140-ჯერ