ანკარასა და იზმირში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს

13:26 01-04-2019
ანკარასა და იზმირში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს

 

თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად, ანკარაში ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა.
 
ხმების 92%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა, მანსურ იავაშმა ხმების 50.2 პროცენტი მიიღო. ოპოზიციამ გაიმარჯვა საკურორტო ქალაქ იზმირშიც. 
 
სტამბოლში მმართველმა პარტიამ მცირედით, 48,71 პროცენტით შეძლო გამარჯვება, მაშინ როცა ოპოზიციონერმა კანდიდატმა ხმების 48,65 პროცენტი მოიპოვა. ოპოზიციონერი კანდიდატი, ექრემ იმამოღლუმ შედეგს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია. 
 
არჩევნების პარალელურად, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ასევე სტამბოლში სხვადასხვა კანდიდატების მხარდამჭერებს შორის შეტაკებები მოხდა. დაშავდა ათობით ადამიანი. 
 
 
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აღიარა, რომ მისი პარტია რამდენიმე ქალაქში დამარცხდა. მისი თქმით მომავალი არჩევნები 2023 წლის ზაფხულში ჩატარდება. ის ხალსხ დაჰპირდა რომ მთავრობა ეკონომიკის გაძლიერებაზე იმუშავებს. 
 
თურქეთში ადგილობრივ არჩევნებზე 57 მილიონი ამომრჩეველზე მეტი იყო რეგისტრირებული.
 

 

წაკითხულია 120-ჯერ