თურქეთში ძლიერმა ქარმა ადამიანი გაიტაცა

17:12 28-03-2019
თურქეთში ძლიერმა ქარმა ადამიანი გაიტაცა
თურქეთში ძლიერმა ქარმა ადამიანი გაიტაცა. ქალაქ ოსმანიეს ბაზარში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა ქუჩაში დამონტაჟებულმა უსაფრთხოების კამერამ გადაიღო. ჩანაწერში ჩანს, რომ რამდენიმე მამაკაცი დიდი ქოლგის წაქცევისგან დაცვას ცდილობს, თუმცა ქარმა ერთ-ერთი მათგანი ქოლგასთან ერთად ჰაერში აიტაცა.
 
მამაკაცი 4 მეტრის სიმაღლეზე იყო, როდესაც ქოლგის სადგამიდან გადმოხტა. შემთხვევას მამაკაცი უვნებელი გადაურჩა. 
წაკითხულია 276-ჯერ