ყაზახეთში ავიაკატასტროფას 13 სამხედრო ემსხვერპლა

17:09 28-03-2019
ყაზახეთში ავიაკატასტროფას 13 სამხედრო ემსხვერპლა
ყაზახეთში ავიაკატასტროფას 13 სამხედრო ემსხვერპლა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი "მი-8" ტიპის ვერტმფრენი სწავლების დროს ჩამოვარდა და აფეთქდა. კატასტროფას ბორტზე მყოფი ვერც ერთი სამხედრო ვერ გადაურჩა.
 
მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. საქმე ფრენის წესების დარღვევის მუხლით აღიძრა.
წაკითხულია 140-ჯერ