სტამბოლში უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემის პროცედურა მიმდინარეობს.

13:28 06-01-2019
სტამბოლში უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემის პროცედურა მიმდინარეობს.
სტამბოლში უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემის პროცედურა მიმდინარეობს.
 
ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ დოკუმენტს მსოფლიო პატრიარქმა ხელი გუშინ მოაწერა.
 
საღმრთო ლიტურგიის დროს მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ტომოსს უკრაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ეპიფანეს გადასცემს.
 
ისტორიულ მოვლენას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სამღვდელოებასთან ერთად უკრაინის პრეზიდენტიც ესწრება.
 
შეგახსენებთ, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის მინიჭების გადაწყვეტილება 11 ოქტომბერს მიიღო. ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ სხვა ეკლესიების მეთაურებსაც მოუწოდა
 
წაკითხულია 71-ჯერ