მეტეორების წვიმა კავადრანტიდამ პიკს მიაღწია

14:08 04-01-2019
მეტეორების წვიმა კავადრანტიდამ პიკს მიაღწია
წუხელ 3-4 იანვარს წლის პირველ ასტრონომიულ სანახაობასედგა  -"კვადრანტიდის" მეტეორების წვიმა. მას ეს სახელი თანავარსკვლავედის, "კვადრანს მურალისის" მიხედვით უწოდეს, რადიანტი კვადრანტიდა არის წერტილი ცაზე საიდანაც მეტეორები ცვივა, და ეს პროცესი ყოველწლიურად მეორდება 28 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ( მეტნაკლებად) შუალედში .
 
სხვა წვიმისგან განსხვავებით, "კვადრანტიდას''  პიკი მცირე ხანს, მხოლოდ რამდენიმე საათით გრძელდება, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ასტეროიდ 2003 EH1-ს მიერ დატოვებული ნარჩენების ველი, დედამიწის ორბიტასთან მიმართებაში პერპენდიკულარულად მდებარეობს.
 
 
 
მცირეხნიანობის მიუხედავად, "კვადრანტიდის" მეტეორების წვიმა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურია - პიკის დროს მეტეორების რაოდენობა საათში 60-დან 100-მდე შეადგენს.
მეტეორების წვიმა  ამჯერად 12 იანვრამდე გასტანს.
 
 
 
 
 
წაკითხულია 101-ჯერ