რუსეთში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა დიდია

13:29 31-12-2018
რუსეთში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა დიდია
რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში გაზის აფეთქების შედეგად მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.
 
ოფიციალური ინფორმაციით დაღუპულია 3 და დაშავებულია 7 ადამიანი. ნანგრევებში დაკარგულად ითვლება 79 ადამიანი.
 
შემთხვევა 31 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 04:00 საათზე მოხდა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
 
რუსეთის პრეზიდენტმა საგანგებო სიტუაციების მინისტრს შემთხვევის ადგილზე ჩასვლა დაავალა.
 
წაკითხულია 261-ჯერ