ინდონეზიას ვულკანის ამოფრქვევით გამოწვეულმა ცუნამიმ გადაუარა, მსხვერპლი დიდია

16:36 23-12-2018
ინდონეზიას ვულკანის ამოფრქვევით გამოწვეულმა ცუნამიმ გადაუარა, მსხვერპლი დიდია
 შაბათს, ინდონეზიის ზონდის სრუტეში, ცუნამის შედეგად  სულ მცირე 222 ადამიანი დაიღუპა და 800-მდე ადამიანი დაშავდა, არიან დაკარგულები.  ინდონეზიის ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. 
 
ექსპერტები სტიქიურ უბედურებას ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევას უკავშირებენ. 
 
 
 
ცუნამი სანაპირო ქალაქებს ადგილობრივი დროით 21:30 საათზე დაატყდა თავს.
 
ცუნამიმ დააზიანა 558 სახლი, 9 სასტუმრო, 60 რესტორანი და 350 გემი.
 
წაკითხულია 376-ჯერ