დაუდგენელმა პირმა ვენის ტურისტულ უბანში ცეცხლი გახსნა. არის მსხვერპლი

13:09 22-12-2018
დაუდგენელმა პირმა ვენის ტურისტულ უბანში ცეცხლი გახსნა. არის მსხვერპლი
ავსტრიელი სამართალდამცველებიეძებენ ეჭვმიტანილს , რომელმაც დედაქალაქის ტურისტულ უბანში ცეცხლი გახსნა. დანაშაული ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანთან მოხდა.
 
დაუდგენელმა პირმა ერთი ადამიანი მოკლა და ერთი მძიმედ დაჭრა. მის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.
 
საქმეს პოლიცია და ანტიტერორისტული სამსახური ერთობლივად იძიებენ. ძალოვანებს ტერაქტის კვალიფიკაცია მომხდარისთვის არ მიუციათ.
 
სროლის შემდეგ სამართალდამცველებმა რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს.
წაკითხულია 249-ჯერ