ლონდონურმა ავტორიტეტიანმა გამოცემამ „ეკონომისტმა“ სომხეთი "წლის ქვეყნად"დაასახელა

11:41 20-12-2018
ლონდონურმა  ავტორიტეტიანმა გამოცემამ „ეკონომისტმა“ სომხეთი  "წლის ქვეყნად"დაასახელა
ლონდონში დაფუძნებული ავტორიტეტიანი გამოცემა „ეკონომისტი“  2013 წლიდან ასახელებს „წლის ქვეყანას“. ასეთად მიიჩნევენ ქვეყანას, რომელიც ყველაზე მეტად გაუმჯობესდა 12 თვის განმავლობაში.
 
ამჯერად "წლის ქვეყნად"  სომხეთი დასახელდა. ჟურნალის შეფასებით, სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანას მიეცა „დემოკრატიისა და განახლების შანსი“ საპროტესტო გამოსვლის შედეგად მთავრობის მშვიდობიანად შეცვლის შემდეგ.
 
როგორც „ეკონომისტი“ აღნიშნავს, ყოფილი გამომძიებელი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი პარლამენტარი ნიკოლ ფაშინიანი „კანონიერი და სწორი“ გზით მიიყვანა ხელისუფლების სათავეში კორუფციითა და არაკომპეტენტურობით აღშფოთებამ.
 
9 დეკემბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის ალიანს „ჩემ ნაბიჯს“ ერგო ხმების 70 პროცენტზე მეტი.
 
გამოცემა იქვე აღნიშნავს, რომ სომხეთს კვლავაც არ მოუგვარებია მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანთან უთანხმოება, რომელიც, შესაძლოა კვლავ „აალდეს“.
 
წაკითხულია 306-ჯერ