სარკინიგზო კატასტროფა თურქეთში - დაღუპულია ცხრა, დაშავებულია 48 ადამიანი.

13:35 13-12-2018
სარკინიგზო კატასტროფა თურქეთში -  დაღუპულია  ცხრა,  დაშავებულია 48 ადამიანი.
სარკინიგზო კატასტროფა თურქეთში - დღეს დილით ანკარა-კონიას მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი ქვეყნის დედაქალაქის მახლობლად, რკინიგზის გადასასვლელ ხიდს შეეჯახა, რის შემდეგაც რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა.ვრცელდება აგრეთვე ვერსია, რომ მატარებელი  რელსებზე მდგომ ლოკომოტივს შეეჯახა
 
ადგილობრივი მედიის ცნობით,  დაღუპულია ცხრა,  დაშავებულია 48 ადამიანი.
 
ანკარას პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
 
.თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, უწყებაში არ შესულა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ. დიპლომატიურ უწყებაში მოქმედებს ცხელი ხაზი.
 
წაკითხულია 183-ჯერ