ბაიკონურიდან აფრენილმა რაკეტამ ავარია განიცადა

14:20 11-10-2018
ბაიკონურიდან აფრენილმა რაკეტამ ავარია განიცადა
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რაკეტა „Союз“-ის გაშვების დროს ავარია მოხდა. როგორც ბაიკონურში წყარომ განაცხადა, მეორე საფეხურის ძრავების ავარიული გათიშვა მოხდა.
 
არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრები ცოცხლები არიან და მათ ავარიული დაშვება განახორციელეს.
 
„Союз МС-10“-ის ბორტზე რუსი კოსმონავტი ალექსეი ოვჩინინი და ამერიკელი ასტრონავტი ნიკ ჰეიგი იმყოფებოდნენ.
 
ამ მომენტისთვის ინციდენტის დამატებითი დეტალების გარკვევა მიმდინარეობს.
 
წაკითხულია 132-ჯერ