მაიორკაზე ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

16:39 10-10-2018
მაიორკაზე ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
ესპანეთში, მაიორკაზე  ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. დაღუპულებს შორის დიდი ბრიტანეთის ორი მოქალაქეა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
 
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი უახლოეს ხანში სტიქიის ზონაში გაემგზავრება.
 
ადგილზე 500-მდე სპეციალისტი მუშაობს. ძლიერი წვიმების გამო, საფრთხის გაზრდილი დონე გამოცხადებულია მალაგაში, ბარსელონაში, ჟირონასა და ტარაგონაში.
წაკითხულია 145-ჯერ