მაიკლი მოდის! - ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

14:44 10-10-2018
მაიკლი მოდის! - ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - შესაბამის განკარგულებას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოაწერა ხელი. 
 
მეოთხე კატეგორიის ქარიშხლის ,, მაიკლის" მოახლოვების გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სანაპირო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას უსაფრთხო ადგილზე გადასვლისკენ მოუწოდა.
 
 
 
საცხოვრებელი სახლები უკვე დატოვა რამდენიმე ათასმა ადამიანმა. ფლორიდაში გადაუღებელი წვიმებისა და წყალდიდობისთვის ემზადებიან.
 
 
 
სპეციალისტების პროგნოზით, სტიქია ალაბამას და ჯორჯიას შტატებსაც ემუქრება. 
 
 
 
წაკითხულია 69-ჯერ