ტაილანდში სამაშველო ოპერაცია განახლდა - მაშველები მღვიმიდან 4 მოზარდის გამოყვანას ცდილობენ

11:09 10-07-2018
ტაილანდში სამაშველო ოპერაცია განახლდა - მაშველები მღვიმიდან 4 მოზარდის გამოყვანას ცდილობენ
ტაილანდში სამაშველო ოპერაცია განახლდა. მყვინთავები დატბორილ გამოქვაბულიდან 4 ბავშვისა და მათი მწვრთნელის გამოსაყვანად ემზადებიან.სპეციალისტების განცხადებით, გუშინდელი ოპერაციის ტემპი გაცილებით მაღალი იყო და არსებობს ალბათობა რომ დღეს მაშველები გამოქვაბულიდან ყველა დაზარალებულის გამოყვანას შეძლებენ.8 გადარჩენილი მოზარდი ამ დრომდე კარანტინის პირობებში, საავადმყოფოში რჩება. ექიმების შეფასებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
წაკითხულია 301-ჯერ