დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახი შსს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

15:16 15-05-2019
დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახი შსს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახი შსს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ამ წუთებში დგებუაძეების ოჯახის წევრები და ახლობლები „ქართული ოცნების“ შტაბთან მართავენ აქციას. ადვოკატ   პაატა სოტკილავას  თქმით, მათი მოთხოვნაა დაკავებული ბესიკ დგებუაძე გირაოთი გაათავისუფლონ. ბესიკ დგებუაძის მამის ვლადიმერ დგებუაძის  მოთხოვნაა შსს მინისტრთან შეხვედრა „ შემხვდეს გიორგი გახარია და დავუმტკიცებ რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა...იმედია შემხვდება“- განაცხადა ვლადიმერ დგებუაძემ.მისი თქმით,  მისი შვილი არის სამხარეო პოლიციის უფროსის ნიკა დიასამიძის პირადი პატიმარი. ის აქციაზე შეუძლოდ გახდა.

 

წაკითხულია 567-ჯერ