პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კონსტრუქცია, სავარაუდოდ, გადარჩენილია სრული განადგურებისგან

10:57 16-04-2019
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კონსტრუქცია, სავარაუდოდ, გადარჩენილია სრული განადგურებისგან
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კონსტრუქცია, სავარაუდოდ, გადარჩენილია სრული განადგურებისგან. ამის შესახებ სააგენტო “როიტერსი” პარიზის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. ამასთან, მეხანძრეებმა მოახერხეს ხანძრის ინტენსიურობის შემცირება. “ხანძრის ინტენსიურობა შემცირდა პარიზელი მეხანძრეების მამაცური ქმედებების წყალობით”, - განაცხადა შს სამინისტროს წარმომადგენელმა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძრის ქრობის პროცესში ერთი მეხანძრე სერიოზულად დაშავდა.
წაკითხულია 84-ჯერ