"ბავშვებს უაპელაციოდ ჩაუშალეს გაკვეთილი"- ყინულის სახლში მისული მოზარდები უკან გააბრუნეს

17:56 15-04-2019
"ბავშვებს უაპელაციოდ ჩაუშალეს გაკვეთილი"-  ყინულის სახლში მისული მოზარდები უკან გააბრუნეს
ზუგდიდის ყინულის სახლში მისულ ერთ ჯგუფს გაკვეთილი არ ჩაუტარდა, მიზეზი, როგორც მშობელი ამბობს, ყინულის დადნობაა. ალექსანდრე ახვლედიანმა სტატუსი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:„ადგილობრივ ხელისუფლებას, გართულს სამარცხვინო საარჩევნო კომპანიით, ყინული შემოადნა, ბავშვებს უაპელაციოდ ჩაუშალეს გაკვეთილი, მორჩით ყანწებით ყელყელაობას და წინასაარჩევნოდ ილუზია მაინც შექმენით საქმის კეთების!“- წერს ახვლედიანი. მისი თქმით, ბავშვებს უთხრეს, რომ  დანადგარი გაფუჭდა და გაკვეთილი არ ჩაუტარდებოდათ:“დანადგარი გაგვიფუჭდაო ყინულის გაყინვის უზრუნველმყოფელი, გაკვეთილი ჩაგვეშალა. არც ბოდიში, არც ახსნა-განმარტება, ისე გამოგვიშვეს“- განუცხადა „ოდიშინიუსს’ ალექსანდრე ახვლედიანმა. ყინულის სახლში საგაკვეთილო პროცესის ჩაშლას ადასტურებს ზუგდიდის მერიის „სპორტის განვითარების ცენტრის „ ხელმძღვანელი გოჩა ჩიქოვანი, თუმცა უარყოფს ინფორმაციას იმის შსახებ, რომ დანადგარი გაფუჭდა და ყინული დადნა. „ინტრიგანია ვინც ამას წერს...პროფილაქტიკის მიზნით არის გამორთული, მიმდინარეობს ე. წ. „გრიკოლის“  სითხის ჩასხმა. აგრეგატები რომ არ გამოირთოს, ისე ვერ მოხერხდება ამ სითხის ჩასხმა. საღამოს უკვე მწყობრში იქნება“- განუცხადა გოჩა ჩიქოვანმა.
ყინულის სახლი 6 წლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნა
 
წაკითხულია 302-ჯერ