თბილისში, ელბაქიძის აღმართზე, მძღოლი დაგორებული სატვირთო მანქანის ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა

17:08 15-04-2019
თბილისში, ელბაქიძის აღმართზე,  მძღოლი დაგორებული სატვირთო მანქანის  ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა
თბილისში, ელბაქიძის აღმართზე, სატვირთო ავტომანქანის მძღოლს მანქანა დაუგორდა და მის ქვეშ მოყვა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
 
თვითმხილველები ყვებიან, რომ მძღოლი სატრანსპორტო საშუალების ქვეშ იყო და შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც მანქანა დაგორდა.
 
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს
წაკითხულია 172-ჯერ