რუსთავში ერთ-ერთი კორპუსის სახურავიდან 16 წლის გოგონა გადმოვარდა და გარდაიცვალა

13:57 15-04-2019
რუსთავში ერთ-ერთი კორპუსის სახურავიდან 16 წლის გოგონა გადმოვარდა და გარდაიცვალა
რუსთავში მე-20 მიკრორაიონის ერთ-ერთი კორპუსის სახურავიდან 16 წლის გოგო გადმოვარდა და გარდაიცვალა.
 
გოგონა მრავლობით დაზიანებებით კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.
 
„პაციენტი შემოყვანილი იყო 112-ის მიერ პოლიტრავმით, თუმცა ტრავმის მიზეზი უცნობია. მძიმე მდგომაროება იყო შემოყვანისთანავე. იყო ტრავმული შოკი. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, რეანიმაციული მკურნალობა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა" - აღნიშნა ექიმმა.
წაკითხულია 132-ჯერ