სენაკის ცენტრიდან TBC ბანკის გადახდის აპარატი მოიპარეს. წაღებულია 50 ათასი ლარი

13:53 15-04-2019
სენაკის ცენტრიდან TBC ბანკის გადახდის აპარატი მოიპარეს. წაღებულია 50 ათასი ლარი
სენაკის ცენტრიდან TBC ბანკის გადახდის აპარატი მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, რაიონულ სასამართლოსა და პროკურატურის შენობებიდან რამდენიმე მეტრში მოხდა.
 
მოპარული ბანკომატი პროკურატურის გვერდით მდებარე ეზოში შეიტანეს, დაამსხვრიეს და იქვე დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოპარული აპარატიდან დაახლოებით 50 ათასი ლარია წაღებული.
 
ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ დრომდე დაკავებული არავინ არის.
წაკითხულია 221-ჯერ