"ზუგდიდი კლარკისთვის" - საქველმოქმედო ღონისძიება არტ-ჰაუსში გაიმართება

12:06 15-04-2019
"ზუგდიდი კლარკისთვის" - საქველმოქმედო ღონისძიება არტ-ჰაუსში გაიმართება

დღეს არტ-ჰაუსში გაიმართება საქველმოქმედო აქცია „ზუგდიდი კლარკისთვის“, სადაც სიმბოლურ ფასად გაიყიდება წიგნები და ხელთნაკეთი ნივთები. აქციის ორგანიზატორები არიან პოეტი და ტელერადიოკომპანია ოდიშის“ გადაცემა „თეზისის“ ავტორი და წამყვანი ნიკა ლაშხია და სამოქალაქო აქტივისტი ცაბუნია ვართაგავა. აქციის ორგანიზატორების თქმით,  წიგნებს, რომელიც ამ აქციაზე გაიყიდება, ზუგდიდში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა შემოწირეს. აქცია 11 საათზე დაიწყება და საღამოს 7 საათამდე გაგრძელდება, დაგეგმილია პერფომანსი, რომელსაც მომღერალი ბუბა სორდია წარმოადგენს.

წაკითხულია 140-ჯერ