ბაჩანა შენგელია გენერალურ პროკურორთან და შსს მინისტრათან შეხვედრას ითხოვს

11:46 15-04-2019
ბაჩანა შენგელია გენერალურ პროკურორთან და შსს მინისტრათან შეხვედრას ითხოვს
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. მისი თქმით, გამოძიების მასალებს არ აცნობენ.
 
„ თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც შსს მინისტრმა ტვ პირველის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გენერალურ პროკურორს განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს ია კერზაიას საქმე აყვანილი და ძალიან მალე გაეცემა კითხვებს პასუხები.
არათუ კითხვებს არ გაეცა პასუხები, საქმის მასალებსაც კი არ მაცნობენ. შესაბამისად, ვითხოვ შეხვედრას საქართველოს გენერალურ პროკურორთან საქართველოს მთავარი პროკურატურა
ასევე, როგორც ჩანს ბატონი გიორგი გახარია სრულად იცნობს საქმის დეტალებს და არის გარკვეული გარემოებები, რაზედაც პირადად მას მინდა დაველაპარაკო, ვითხოვ შსს მინისტრთან შეხევდრას“- წერს ბაჩანა შენგელია
 
წაკითხულია 189-ჯერ