აქციაზე დაკავებულმა პოლიციის სამმართველოს შენობა დატოვა

20:41 14-04-2019
აქციაზე დაკავებულმა პოლიციის სამმართველოს შენობა დატოვა
აქციაზე დაკავებული რომან ჭანტურია გაათავისუფლეს. მის  წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია 166 და 173 მუხლებით, რაც მწვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუნორჩილებლობას გულისხმობს. ჭანტურია დააკავეს აქციაზე, რომელსაც დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მართავდნენ, ის პოლიციამ გზის გადაკეტვის მცდელობისას დააკავეს,  როგორც პოლიცია განმარტავს, არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას, დაეტოვებინა გზის სავალი ნაწილი.
ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მეორე დღეა მართავენ. ისინი აპროტესტებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს   გადაწყვეტილებით ბესიკ დგებუაძე გუშინ დააკავეს, რაც შეეხება ჯონი დგებუაძეს, მას 30 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.ოჯახი გამოძიების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. ძმებ დგებუაძეებს ბრალი  120-ე და 370-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი,  რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს. ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის თქმით,  მათი დაკავება  უკანონოდ მოხდა, ისე რომ  მათთვის თავისუფლების აღსაკვეთად სასამართლოს შესაბამისი საფუძველი არ ჰქონდა.
 
წაკითხულია 352-ჯერ