ზუგდიდში აქციაზე ერთი პირი დააკავეს

18:11 14-04-2019
ზუგდიდში აქციაზე ერთი პირი დააკავეს
აქციაზე, რომელსაც დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მართავდნენ, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც გზის გადაკეტვის მცდელობისას, როგორც პოლიცია განმარტავს, არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას, დაეტოვებინა გზის სავალი ნაწილი.ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები შეხვდნენ სამხარეო პოლიციის უფროსს, თუმცა, როგორც განაცხადეს, კონკრეტული შედეგით არ გამოსულან  და სწორედ ამის შემდეგ მიიღეს მშვიდობიანი მსვლელობის გამართვის გადაწყვეტილება. ისინი ქალაქის ცენტრისკენ მოემართებოდნენ და სცადეს გზის გადაკეტვაც, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება მისცეს.მხოლოდ რამდენიმე წუთი ქონდათ გზა გადაკეტილი.ამ წუთებში აქციის მონაწილეები პოლიციის სამმმართველოსკენ მიემართებიან, სადაც ყავთ დაკავებული.მას პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ედავება. შსს-ში განმარტავენ, რომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულოგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აქციის მონაწილეები დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ. 
ცოტა ხნის წინ აქციაზე, რომელიც სამხარეო პოლიციის შენობასთან იმართებოდა, ხმაური იყო, საჭირო გახდა სასწრაფო ბრიგადის გამოძახება, რადგან შეუძლოდ გახდა დაკავებულის დედა მანანა მითაგვარია. ის გადაყვანილია რეფერალურ ჰოსპიტალში.ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრებმა აქცია გუშინაც გამართეს, ისინი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ბესიკ დგებუაძის გათავისუფლებას ითხოვენ 
 
წაკითხულია 461-ჯერ